საზოგადოება
გურჯაანში გლეხები საქონელს მასობრივად ყიდიან

sadzovrebiგურჯაანის რაიონში, საკვების სიმცირის გამო, გლეხები საქონელს მასობრივად ყიდიან. მოსახლეობის თქმით, გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცირე საძოვრებია, რის გამოც საქონელი ნახირიდან ხშირად მშიერი ბრუნდება, ამიტომ ურჩევნიათ, საქონელი გაყიდონ, ვიდრე შიმშილით დაეხოცოთ.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ვალერი გორგიშელის განცხადებით, წინა წლებთან შედარებით, გაცილებით მეტია სახნავ-სათესი ადგილების რაოდენობა, საძოვრები კი შემცირებულია, თუმცა, მისივე თქმით, ამით ხალხს არანაირი პრობლემა არ უნდა შეექმნას, რადგან 2011 წლის შემოდგომიდან მესაქონლეებს პირუტყვის საკვები დაურიგდებათ, რომლის საფასურსაც მოგვიანებით გადაიხდიან. ეს გათვალისწინებულია არა მარტო ფერმერებისთვის, არამედ კერძო პირებისთვისაც. ვალერი გორგიშელის თქმით, უკვე დაგეგმილია დანაგვიანებული საძოვრების გასუფთავებაც, რის შემდეგაც მოსახლეობას საქონლის კვებასთან დაკავშირებით პრობლემები აღარ ექნება.