საზოგადოება
NDI– ს კვლევამ ვერ დაფარა გავრილოვის დელეგაციასთან დაკავშირებული პროვოკაციის კატასტროფული შედეგები საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტისთვის - საქინფორმი

 საქართველო, 20 სექტემბერი, საქინფორმი. რუსეთის გადაწყვეტილება, შეაჩეროს პირდაპირი ავიარეისები საქართველოსთან, უარყოფითად მოქმედებს ტურისტულ სფეროზე, მიაჩნია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად გამოკითხულთა 46%.

გამოკითხვა ჩატარდა 13-დან 29 ივლისამდე. ინტერვიუს საფუძველზე გამოიკითხა 2.1 ათასზე მეტი რესპონდენტი. ცდომილების საშუალო მაჩვენებელმა დაახლოებით 1.7% შეადგინა.

საქართველოს მოქალაქეების 46% თვლის, რომ რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა უარყოფითად აისახება ქვეყანაში ტურიზმზე, თუმცა ტურიზმის ინდუსტრია შეძლებს ამ პრობლემასთან გამკლავებას. ამავე დროს, გამოკითხულთა 34% თვლის, რომ ამ გამოწვევასთან გამკლავება შეუძლებელი იქნება”, - ნათქვამია კვლევაში.

გამოკითხულთა მხოლოდ 1% თვლის, რომ აკრძალვას შეიძლება დადებითი შედეგები მოჰყვეს, 9% თვლის, რომ ეს რაიმე გავლენას ვერ მოახდენს ტურიზმზე, 9% -მა არ იცის კითხვაზე პასუხი, 1% -მა უარი თქვა პასუხზე.

საქინფორმი: რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისების შეწყვეტა საქართველოში ტურისტული სეზონის ჩავარდნის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რადგან ზემო ლარსის გავლით საავტომობილო მარშრუტი დაკავშირებულია დიდ მოუხერხებლობასთან საბაჟოზე უზარმაზარი რიგების გამო.

ოფიციალური მონაცემებით, რუსეთიდან ტურისტების უარი საქართველოში დასასვენებლად ჩამოსვლაზე, სერგეი გავრილოვის ხელმძღვანელობით, რფ-ის სახელმწიფო სათათბიროს დელეგაციასთან დაკავშირებული პროვოკაციის შემდეგ, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს 700 მილიონი დოლარი დაჯდება, ხოლო საქინფორმისა და ექსპერტების ანალიზის თანახმად, - ორჯერ მეტი, ანუ დაახლოებით 1,5 მლრდ დოლარი (2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დაახლოებით 20%).