საზოგადოება
სალომე ზურაბიშვილმა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა

 საქართველო, 19 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მსჯავრდებულთა შეწყალებაზე მორატორიუმს აცხადებს.

ამის შესახებ ზურაბიშვილმა პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც პრეზიდენტი, მე ვაცხადებ მორატორიუმს შეწყალებაზე. მერე ვნახოთ როგორ იქნება, წესები როგორი იქნება და როგორ იქნება შეწყალება, ამის მიხედვით განისაზღვრება. იყო ბევრი სპეკულაცია სხვადასხვა ადამიანის ჩარევაზე, მათ შორის ჩემს საპარლამენტო მდივანზე, მაგრამ ეს არ არის მისი კომპეტენცია და არ შეიძლება, ის ჩარეული ყოფილიყო. მე მივიღე გადაწყვეტილება და არ მჩვევია, ვინმე სხვაზე გადავიტანო პასუხისმგებლობა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, დაანონსებული იყო, რომ ბრიფინგს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია გამართავდა, თუმცა მედიასთან საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წარდგა და განცხადება გააკეთა.