პოლიტიკა
იაპონიამ საქართველოს დახმარებაზე უარი განაცხადა

nino_kalსაქართველოს ხელისუფლება სტიქიის შედეგად დაზარალებულ იაპონიაში ჰუმანიტარულ ტვირთსა და სამაშველო სამსახურის ბრიგადებს აღარ გაგზავნის. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, ჰუმანიტარულ დახმარებასა და ქვეყანაში ქართველ მაშველთა ბრიგადების ჩასვლაზე უარი თავად იაპონურმა მხარემ თქვა.

იაპონურმა მხარემ გვთხოვა, ამ ეტაპზე თავი შევიკავოთ ქვეყანაში ჰუმანიტარული ტვირთისა და სამაშველო სამსახურების ბრიგადების გაგზავნაზე, რადგან, მათი თქმით, მათ შესაბამისი დახმარების მიღების რესურსი არ გააჩნიათ“, – განაცხადა კალანდაძემ. მისივე განმარტებით, იაპონიის ხელისუფლებამ საქართველოს ამ ეტაპზე მხოლოდ სასმელი წყალი და მატერიალური დახმარება სთხოვა. ამ წინადადების გათვალისწინებით, ჩვენ მზად ვართ, იაპონიაში 45 ტონა სასმელი წყალი გავაგზავნოთ“, – აღნიშნა კალანდაძემ. მისი თქმით, სასმელი წყლის გაგზავნის გარდა, იაპონიაში ფულადი კომენსაციაც გადაირიცხება.