პოლიტიკა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შეხვდა

 საქართველო, 17 სექტემბერი, საქინფორმი. ა.წ. 15 სექტემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა პრემიერ-მინისტრი, ბ-ნი გიორგი გახარია მიიღო. შეხვედრას მღვდელმთავრები და სამღვდელოებაც ესწრებოდნენ.

მისმა უწმინდესობამ ბ-ნ გიორგი გახარიას მიულოცა მთავრობის მეთაურის თანამდებობის დაკავება, დალოცა და ჩვენს რთულ დროში წარმატებული მოღვაწეობა უსურვა.