პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: 9 სექტემბერს თბილისში გადმოსროლილი ამერიკული დესანტის მიზანი - ხელისუფლების შეცვლა საქართველოში

   დევიდ კრამერი, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირმა ინაშვილს ლამის მუშტებით მივარდა, ფონდსვობოდნაია როსიას“ ერთ-ერთი ლიდერია!

    სააკაშვილის ხელისუფლებამ ქვეყნის მოსახლეობაში საგანგებოდ შექმნა შთაბეჭდილება, რომ საქართველომ რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტით, ბოლოსდაბოლოს მფარველი იპოვა აშშ-ის სახით. საქართველოში ამერიკა, რა თქმა უნდა, ძალიან გავლენიანი, მაგრამ არა ყოვლისშემძლეა - საქართველოს ხელისუფლება, როცა მოისურვებს, იღებს გადაწყვეტილებებს ვაშინგტონთან შეუთანხმებლად და ხანდახან - მის საწინააღმდეგოდაც კი. ასე მოხდა, როდესაც სააკაშვილის ხელისუფლებამ 2008 წლის აგვისტოსში ომი დაიწყო კონდოლიზა რაისის გაფრთხილების მიუხედავად ("მფარველმა" მაშინ საქართველო არ დაიცვა); ასე მოხდა, როდესაც ივანიშვილის ხელისუფლებამ დაბლოკა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ–ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის ბრიჯიტ ბრინკის დანიშვნა აშშ–ის ელჩად საქართველოში.

ზოგადად კი, საქართველოს ხელისუფლებისთვის ძალიან კომფორტულია ამერიკის პატრონაჟის ქვეშ ყოფნა: საჭირო არ არის თავის შეწუხება რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენით, ინიციატივის გამოჩენით და მოსკოვთან, სოხუმსა და ცხინვალთან კომპრომისების ძებნით. გაცილებით ადვილია ინსტრუქციების მორჩილად შესრულება და ამაში „ამერიკული“ ხელფასების მიღება, მით უფრო, რომ საჯარო სამსახურიდან გადადგომის შემდეგაც, გულმოდგინე შემსრულებლებს მაღალანაზღაურებადი დასაქმებით უზრუნველყოფენ - საქართველოში ან ამერიკაში!

   თუმცა, საქართველოს აშშ-თან სტაბილური კავშირისა და პარტნიორობის დიდი იმედი არ უნდა ჰქონდეს - პოლიტიკა მათემატიკა არ გახლავთ, ამიტომ აშშ არ შეიძლება იყოს კონსტანტა: იცვლებიან ამერიკის პრეზიდენტები, მათთან ერთად - ამერიკის საგარეო და საშინაო პოლიტიკის პრიორიტეტები, ხოლო სახელმწიფო დეპარტამენტი, კონგრესი, პენტაგონი, CIA, FBI და აშშ-ის გენერალური პროკურორი ერთმანეთს ეჯიბრებიან და ხშირად პრეზიდენტის ანტაგონისტურ პოლიტიკას ატარებენ. ყოფილი სახელმწიფო მოხელეებიც აგრძელებენ პოლიტიკურ თამაშს, მაგრამ უკვე ექსპერტ - ანალიტიკოსების, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის, ფონდებისა და ინსტიტუტების ხელმძღვანელების სახით. ისინი სიტუაციების მოდელირებას ახდენენ სუსტი დემოკრატიის მქონე ქვეყნებში, იყენებენრბილ ძალასდა ჰიბრიდული ომის სხვა მეთოდებს, ატარებენ ექსპერიმენტებს ტერიტორიულ, ეკონომიკურ, ეთნიკურ და რელიგიურ პრობლემებზე, ზონდირებენ ხელისუფლების შესაძლო ცვლილების ნიადაგს და, საჭიროების შემთხვევაში, დესანტირებას ახდენენ ადგილზე დივერსიულ-სადაზვერვო საქმიანობის განსახორციელებლად დახურული კონფერენციების ჩატარების ლეგენდით (რომლებიც დამატებით გამოიყენება პროპაგანდისტული მიზნებისათვის - მოსახლეობის ზომბირებისთვის). საქართველო მათთვის ასეთი ექსპერიმენტული ლაბორატორიაა, რისი თვალსაჩინო მაგალითიცაა 9-10 სექტემბერს თბილისში მეხუთედ ჩატარებული საერთაშორისო კონფერენცია "ახლა რა?" (Now What?), სადაც მთელი "საქართველოს მეგობრების კლუბი" შეიკრიბა საპატიო თავმჯდომარესთან - მთავარი ”ამერიკელი ქართველის”, აწ გარდაცვლილი სენატორის ჯონ მაკკეინი ქვრივთან ერთად.

ამერიკელი სტუმრების პროვოკაციულმა წინადადებებმა და გამომწვევმა ქცევამ არა მხოლოდ ქართველი ხალხი გააოგნა - ბრიუსელმა და ვაშინგტონმაც სასწრაფოდ დაგმეს ისინი, როგორც აშშ-სა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ოფიციალური პოზიციების შეუსაბამო. მაგალითად, ნატო–ს ყოფილი გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის წინადადება, რომელიც ქართველებს მოუწოდებდა "ჩიხიდან გამოსვლისკენ" - მოეთხოვათ ნატოს წესდების მე -5 კოლექტიური თავდაცვის შესახებ" მუხლის გაუვრცელებლობა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე, რათა ” მიეცათ საშუალება, დაეწყოთ ნატოში საქართველოს მიღების პროცედურები“. ოფიციალური პირების - სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ჯეიმს აპატურაის (”საქართველოს ნატოში გაწევრების იდეა მის ორ რეგიონზე მეხუთე მუხლის გაუვრცელებლობის შესახებ არ იწვევს ალიანსის ინტერესს, ამ საკითხის განხილვას აზრი არ აქვს! მე ასევე არ მჯერა, რომ საერთაშორისო უსაფრთხოების ამჟამინდელ პირობებში ეს იდეა დროულია!”) და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ მადლენ მუნის პროტესტის მიუხედავად ("ეს არ არის შეთავაზება ნატოსთვის, რათა მის მიხედვით მოხდეს გადაწყვეტილების მიღება! ჩემს პატივისცემას ვერ დაიმსახურებდა ის, ვინც ჩამოვიდოდა ჩემს ქვეყანაში და მეტყოდა - დათმეთ შოტლანდია და დაუბრუნეთ ის შოტლანდიელებს! ეს არაფრის მომცემია), სააკაშვილი - ბოკერიას პარტიებმა მხარი დაუჭირეს ამ წინადადებას, როგორც "ყურადღებით განხილვის ღირსს", და მის ოპონენტებს, მაშასადამე - აპატურაის, მუნსა და საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას - "რუსი პროპაგანდისტები" უწოდეს. აქაოდა, როგორც რასმუსენმა ბრძანა, "გერმანიაც ასევე ჯერ ნატოში გაწევრიანდა შემდეგ კი გაერთიანდა".

   სამწუხაროდ, რუსეთისა და კავკასიის საკითხებით დაკავებული ზოგიერთი ამერიკელი პოლიტიკოსის გონებრივი არასრულფასოვნება და გაუნათლებლობა პირდაპირპროპორციულია განუკურნებელი რუსოფობიით დაავადებული მათი ქართველი კოლეგების ჩვეულებრივი ღალატისა და გამყიდველობისა! ამიტომ, უპატრონო საქართველოს საბოლოოდ დაბნეული მოქალაქეებისთვის განვმარტავ:

      1. ნატოს წესდების მე -5 მუხლის ექსკლუზიურად საქართველოსთვის შეჩერება არის ბლეფი - ისეთივე, როგორც, მაგალითად, საქართველოს კონსტიტუციის შეჩერება თბილისის ორ რაიონში - ვაკესა და საბურთალოზე! მაგრამ თუ სასწაული მოხდა და ნატოს წევრი ქვეყნები ამას ოდესმე დათანხმდებიან, მაშინ მათ ასევე უნდა შეცვალონ ნატოს წესდების მე -6 მუხლიც, რომელიც განმარტავს - ვისზე ვრცელდება მე -5 მუხლით გარანტირებული კოლექტიური თავდაცვა. ვინ შეცვლის ნატოს წესდების ორ მუხლს ალიანსში საქართველოს შესვლისგან მიღებული საეჭვო დივიდენდების გულისთვის?! საქართველოსთვის MAP– ს მოპოვების ერთადერთი ვარიანტია თვითგამოცხადებული რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარება, რადგან სამხედრო ბლოკის წესდება კრძალავს ტერიტორიული პრობლემების მქონე ქვეყნის ალიანსში მიღებას.

      2. ნატოს წევრობა საქართველოსთვის გამორიცხულია კიდევ იმის გამო, რომ ნატო რუსეთის სამხრეთ საზღვრებთან იგივე როდია, რაც ნატო - მის დასავლეთ საზღვრებთან. საქართველოს იქით მდებარეობს რუსეთის სტრატეგიული ინტერესების ზონა - სომხეთი, კასპიის ზღვა, ირანი, ჩინური მიმართულებაერთი სარტყელი და ერთი გზა“, ამიტომ რუსეთი მის მიმართ მტრულად განწყობილ სამხედრო ბლოკს არ მისცემს საშუალებას მათზე წვდომა გადაუკეტოს. ბალტიისპირეთის ქვეყნების უკან კი მხოლოდ ევროპაა! ამას ვამბობ იმ ქართველი პოლიტიკოსთა გასაგონად, ვინც აცხადებს, აქაოდა ნატო რუსეთთან საზღვრებზე - მისთვის არათუ საფრთხეს არ წარმოადგენს, არამედ სარგებელიცაა ძლიერი სამეზობლოსგან! რუსეთი ხომ ჩინებულად ეგუება ნატო-ს თავის საზღვრებზე - ლატვიაში, ლიტვასა და ესტონეთში! მაშ, რატომ არ შეიძლება იგივე საქართველოსთვისაც?! . სწორედ ასე მსჯელობდა საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ...

      3. გერმანიის მაგალითით ოპერირება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების ტოლფასია, რადგან გფრ-იცა და გდრ-იც გაერთიანებამდე მთელი მსოფლიოს მიერ აღიარებულ იყო ორ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ! გერმანიის მაგალითის მოყვანა უადგილოა კიდევ იმიტომ, რომ იქ ორად გაიყო ერთი ერი - გერმანელი, რომელიც თავისი ნებით გაერთოანდა, ხოლო აფხაზები და ოსები თავს ქართველებად არ თვლიან და არც მათთან გაერთიანება სურთ! უფრო მეტიც, გერმანიის მაგალითის მოყვანა საშიშია, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს ოსი ერის ორად - ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსებად - გაყოფის ასოციაცია, რომლებიც გაერთიანებას ითხოვენ "გერმანიის მსგავსად“ (რა თქმა უნდა, არა საქართველოს იურისდიქციის ქვეშ!). სწორედ ეს არის "საქართველოს მეგობრების კლუბის" საბოლოო მიზანი, რომელიც 9 სექტემბერს თბილისში მოიწვიეს კონფერენციაში მონაწილეობის საბაბით, კერძოდ კი: გადაეცეს რუსეთს საქართველოს სეპარატისტული რეგიონები - აფხაზეთი შეურთდეს კრასნოდარის მხარეს, ხოლო სამხრეთ ოსეთი - ჩრდილოეთს, რათა მოეხსნას მთავარი დაბრკოლება ნატოში საქართველოს მისაღებად! ამისთვი კი აუცილებელია „ნამოძრაობის“ დაბრუნება ხელისუფლებაში.

      თავად განსაჯეთ: რამ განაპირობა საქართველოში მე -5 კონფერენციის - "რა იქნება შემდეგ“ ჩატარება? რა აუცილებლობას წარმოადგენდა ფართო დისკუსიის ჩატარება "როგორ ვებრძოლოთ შემდგომ რუსულ საფრთხეს?" საქართველოში, რომელიც ჯერ კიდევ არ მომჯობინებულა გავრილოვის დელეგაციასთან დაკავშირებული პროვოკაციისა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შედეგებისგან, განზრახ რომ ეწოდა "გარილოვის ღამე"? (თუმცა მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი სერგეი გავრილოვი 20-დან 21 ივნისის ღამეს თბილისში არ იმყოფებოდა - იგი ჯერ კიდევ ნაშუადღევს დატოვა საქართველო, პლენარული სესიის ვადამდე დახურვისთანავე). ვეთანხმები - რუსეთი მთავარ საფრთხეს წარმოადგენს საქართველოსთვის: ეკონომიკურს - თუ უარს იტყვის ქართულ ექსპორტზე და აუკრძალავს რუს ტურისტებს საქართველოში ჩამოსვლას; სამხედროს, თუ ჯარს შემოიყვანს საქართველოში, ან უარს იტყვის ყარსის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზე და ჯარს აჭარაში თურქეთი შეიყვანს. მაგრამ რუსეთი ამ ყველაფერს გააკეთებს მხოლოდ ნატოს ან აშშ-ს სახმელეთო ან საზღვაო სამხედრო ბაზის საქართველოში განლაგების საპასუხოდ! ეს კი ნიშნავს, რომ საქართველოსთვის მთავარი საფრთხეა არა რუსეთი, არამედ ნატო და აშშ, დარუსული საფრთხისწინააღმდეგ ბრძოლის ერთადერთი გზა - საქართველოშიმეტი ნატოსშემოღებისა და აშშ- სამხედრო ბაზების სავარაუდო განთავსების შეწყვეტაა! (საბრძოლო წვრთნების სათამაშოდ სავსებით საკმარისია ამჟამად მოქმედი ნატოსა და აშშ ორი ერთობლივი სასწავლო ცენტრი).

     შაშინ რა მიზნით შეკრიბეს კონფერენციის ორგანიზატორებმა - მაკკეინის ინსტიტუტმა (არიზონას უნივერსიტეტი, აშშ) და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRS, საქართველო, აღმასრულებელი დირექტორი - ნინო ევგენიძე) - სასტუმრო „Rooms Hotel Tbilisi“-ის ჭერქვეშ (ყოფილი გამომცემლობა „სამშობლო“) უპრეცედენტოდ შთამბეჭდავი ანტირუსული დესანტი? კერძოდ:

  • დევიდ კრამერი - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დემოკრატიის საკითხებში, „Freedom House“-ის ყოფილი დირექტორი, ამჟამად ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის უფროსი მკვლევარი და ამერიკული ფონდის „სვობოდნაია როსიას“ («Свободная Россия») დირექტორთა საბჭოს წევრი (ფონდის თბილისის ფილიალი ეგორ კუროპტევის ხელმძღვანელობით, არის პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან, შეურაცხყოფითა და მუშტებით, გავრილოვის დელეგაციის განდევნის და პარლამენტის შენობის ხელში ჩაგდების მცდელობის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი). საგულისხმოა, რომ კონფერენციის მეორე დღეს, 10 სექტემბერს, დევიდ კრამერმა, ასევე - შეურაცხყოფითა და მუშტებით, შეუტია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, საპარლამენტო ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერ ირმა ინაშვილს და ისტერიული შეძახილებით აიძულა იგიRooms Hotel Tbilisi“-ს საკონფერენციო დარბაზი დაეტოვებინა; 
   

• ფილიპ რიკერი - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობების შემსრულებელი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში;

   

• ლორა კუპერი - აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში;

   • ანდერს ფოგ რასმუსენი - ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი, ამჟამად - ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე სახალხო დიპლომატიის საკითხებში;
   • ბენ ჰოჯესი - ევროპაში აშშ-ის ძალების ყოფილი მეთაური, გადამდგარი გენერალი;
   • დენიელ ფრიდი - სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, პოლონეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი, ამჟამად ატლანტიკური საბჭოს ანალიტიკოსი;
   • მეთიუ ბრაიზა - აშშ-ის ყოფილი ელჩი აზერბაიჯანში, რომლის საქმიანობამ ოფიციალური ბაქოს უკმაყოფილება გამოიწვია და არასრულ ერთ წელიწადში იგი იძულებული გახდა დაეტოვებინა დიპლომატიური სამსახური, რადგან აშშ-ის სენატმა უარი თქვა მისი დანიშვნის დადასტურებაზე; აშშ–ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, დაკავებული იყო კონფლიქტებით მთიან ყარაბაღში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ამჟამად - ატლანტიკური საბჭოს ანალიტიკოსი, ესტონეთის თავდაცვითი კვლევების ცენტრის დირექტორი;
   • ჯონ ტეფტი - აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში, უკრაინაში, რუსეთსა და ლიტვაში;
   • სინდი მაკკეინი - მაკკეინის ინსტიტუტის საბჭოს თავმჯდომარე, სენატორ ჯონ მაკკეინის ქვრივი;
   • კურტ უოლკერი - მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის საკითხებში;
   • ლინას ლინკიავიჩუსი - ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი;
   • ვალდის ზატლერი - ლატვიის ყოფილი პრეზიდენტი.

   და რატომ დასჭირდათ კონფერენციის „არცთუ ხელმოკლე“ ორგანიზატორებს - მაკკეინის ინსტიტუტსა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ქართული ცენტრს (EPRS), რომლის ამჟამინდელ სპონსორებს შორის არიან: შვედური საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო "SIDA" 2 მილიონ 300 ათასი აშშ დოლარის გრანტით, ევროკავშირი, 635 ათასი 414 ევროს გრანტით, სოროსის ფონდი, აშშ–ი საელჩო საქართველოში, „OSIF“ და სხვა ორგანიზაციები - მომხრეებისა და პარტნიორების - დამატებითი დახმარება, როგორც ეს მითითებულია EPRS-ის ვებვერდზე? კერძოდ:

საქართველოში აშშ-ი საელჩოსი;
საქართველოში ბრიტანეთის საელჩოსი;
ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილების;
სოროსის ფონდისღია საზოგადოება“;
სასტუმრო "Rooms Hotel Tbilisi"-ს;
საქართველოს ბანკის;
TBC ბანკის (რომელიც 17 მილიონი დოლარის "გათეთრების" ბრალდებით, გენპროკურატურის გამოძიების ქვეშ მყოფ მამუკა ხაზარაძეს ეკუთვნის, ჯერ კიდევ ერთი თვის წინ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ თანადამფუძნებელსა და ხელმძღვანელს. გასულ კვირას, ანაკლიის პლაჟზე, სადაც დიდი ხნის წინ უნდა აშენებულიყო პორტი, "TBC group"-ს კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულებები რომ შეესრულებინა, ხაზარაძემ წარადგინა ახალი პარტია "ლელო", რომელიც მისივე განცხადებით, ივანიშვილის ერთპიროვნული ხელისუფლების დასამხობად შექმნა).

     ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად წელიწადნახევრით უკან დავიხიოთ: 2018 წლის 8 თებერვალს, თბილისში, იმავე სასტუმრო „Rooms Hotel Tbilisi“-ში, გაიმართა სტრატეგიული კვლევების ამერიკული ინსტიტუტის ”The Heritage Foundation” - მოხსენების პრეზენტაცია -”ნატოს წევრობა საქართველოსთვის: აშშ-ისა და ევროპის ინტერესებში (NATO Membership for Georgia: In U.S. and European Interest), რომლის ავტორიც არის დუგლას და სარა ელისონების სახელობის საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი
ლუკ კოფი (Luke Coffey). მოხსენებაში მოიცავდა 14 რეკომენდაციას, რომელთაგან მე-5 გულისხმობს "საქართველოს სწრაფ წევრობას ნატოში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე", რომლებზეც, ავტორის ჩანაფიქრის თანახმად, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე -6 და მე -5 მუხლები კოლექტიური თავდაცვის შესახებ, არ უნდა გავრცელდეს: ”10 წელია მესმის საქართველოს ნატო-სკენ მისწრაფების შესახებ - დადგა კრეატიული და პრაგმატული გადაწყვეტილებების დრო! საქართველო უნდა გაწევრიანდეს ნატოში დაჩქარებული წესით, ეს იქნება ძლიერი მესიჯი რუსეთისთვის, რომ იგი ვერ შეძლებს შეზღუდოს საქართველოს მისწრაფება ნატოსკენ თავისი არალეგალური ოკუპაციით! ”- განაცხადა მაშინ ლუკ კოფიმ და მაგალითად მოიყვანა გერმანია, რომელიც „ჯერ გაწევრიანდა ნატოში, შემდეგ კი გაერთიანდა” (დაწვრილებით წაიკითხეთ ჩემს პუბლიკაციაში „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე საქართველოს ნატოს არ სჭირდება, მათთან ერთად კი - მით უმეტეს! ”).

   მოიცა! განა გასულ კვირას, 2019 წლის 9 სექტემბერს, კონფერენციაზე ანდერს ფოგ რასმუსენმა რაიმე სხვა, ახალი რამ თქვა?! განა არ გაიმეორა, თანაც - სიტყვა სიტყვით, ლუკ კოფის მოხსენების ყველა თეზისი?! ესე იგი, თბილისში მიმდინარე კონფერენციის მთავარი მიზანი, რომელზეც მთელი ცნობილი ამერიკელი "ყვავ-ყორნები" მოფრინდნენ, სხვა რამ იყო? დიახ, პატივცემულო მკითხველო, როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნე, ეს საქართველოს მოქმედი ხელისუფლების შეცვლა და მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დაბრუნებაა, რასაც საქართველოში ახლახან ჩატარებული კიდევ ერთი კონფერენცია მიეძღვნა!

მოგეხსენებათ, რომ 2019 წლის 17 ივნისს, სახელმწიო გადატრიალების მცდელობამდე 3 დღით ადრე, თბილისში, გიული ალასანიას მოწვევით ჩამობრძანდა პენსილვანიის უნივერსიტეტის გლობალური ჩართულობის ბაიდენის ცენტრის უფროსი დირექტორი მაიკლ კარპენტერი - აშშ-ის თავდაცვის მდივნის ყოფილი თანაშემწე რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში და ჯო ბაიდენის ყოფილი მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში. თავის გამოსვლაში
გიული ალასანიას მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე "რუსული გავლენის კვალდაკვალ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში", ასევე ეგორ კუროპტევთან ინტერვიუში მაიკლ კარპტერერმა განაცხადა, რომ აუცილებელია რუსი ტურისტების ნაკადის შეზღუდვა და რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღება - მისი თქმით, ტურიზმი რუსული ოკუპაციისა და ეკონომიკური ექსპანსიის ერთ-ერთი ფორმა ყოფილა, თანაც, „რუს ტურისტებს შორის უამრავი ФСБ-ს თანამშრომელია, ასევე, ისინი აქ რჩებიან საცხოვრებლად და მასობრივად იძენენ უძრავ ქონებას“...

როგორც ცნობილია, სააკაშვილის ექსტრემისტებმა კეთილსინდისიერად შეასრულეს კარპენტერის შეკვეთა, რის შედეგადაც პუტინი იძულებული გახდა, დროებით აეკრძალა რუსეთსა და საქართველოს შორის საჰაერო სამოქალაქო გადაზიდვები და რეკომენდაცია მისცა რუს ტურისტებს, თავი შეეკავებინათ ჩვენი ქვეყნის მონახულებისგან. თუმცა რუსული ტურიზმის შეზღუდვა არ ყოფილა კარპენტერის საიდუმლო მისიის მთავარი მოზანი - ისევე, როგორც მისი გამოსვლა კონფერენციაზე, რომელშიც, სხვათა შორის, ლუკ კოფიც მონაწილეობდა. მაიკლ კარპტერის მთავარი ამოცანა იყო და რჩება საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების შეცვლა და მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების სათავეში დაბრუნება! ამის მიზეზი გიული ალასანიასადმი სიყვარული კი არა, არამედ ბაიდენისა და სააკაშვილის ორმხრივი კომერციული ბიზნეს-ინტერესებია ანაკლიის პორტის დაჩქარებული მშენებლობის პროცესში!

   11 ივნისს კი, „გავრილოვის ღამემდე“ 9 დღით ადრე, აშშ-ში ვიზიტად მყოფ საქართველოს მაშინდელ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ პომპეზურად განაცხადა: აშშ იმედოვნებს, რომ საქართველო დაასრულებს ანაკლიის პორტის პროექტს. პორტი გააძლიერებს საქართველოს ურთიერთობებს თავისუფალ ეკონომიკებთან, რაც ხელს შეუწყობს მას არ იქცეს ჩინეთისა და რუსეთის ეკონომიკური ინტერესების მსხვერპლად. ისინი ყალბი მეგობრები არიან, და საქართველოსადმი კეთილი ინტერესები არ ამოძრავებთ(დაწვრილებით წაიკითხეთ აქ).

   სიტყვამ მოიტანა და რატომ ადანაშაულებს ქართული ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილს იმაში, რომ სამ საკვანძო თანამდებობაზე სახელმწიფოში - პრემიერად, შს და თავდაცვის მინისტრებად მან სამი მინისტრი - ყოფილიძალოვნები” - გახარია, გომელაური და ღარიბაშვილი დანიშნა, მაგრამ დუმან იმაზე, რომ აშშ-ში პრეზიდენტის შემდეგ მეორე თანამდებობას - სახდეპის მდივნისას - CIA– ყოფილი დირექტორი, მათი ლოგიკით - ამერიკელი კაგებეშნიკი“ იკავებს?!   

რატომ არ განსჯის ქართული ოპოზიცია პომპეოს, როდესაც ის ქართველებსბრძანებს შიმშილით დაიხოცონ - უარი თქვან რუს ტურისტებზე, რუსულ ბაზარსა და ჩინურ ზემომგებიან პროექტში -ერთი სარტყელი და ერთი გზა“, მონაწილეობაზე, მაგრამ აუცილებლად ააშენონ სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით ღრმაწყლოვანი პორტი ანაკლიაში - როგორც პერსპექტივაში თურქეთის მერსის შემცვლელი, სარეზერვო ავტოსადგომი აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტისთვის, აფხაზეთში დისლოცირებულ რფ-ის თავდაცვის სამინისტროს მე -7 ბაზიდან 4 კილომეტრში?! (ამ ნაბიჯის სამხედრო შედეგების შესახებ წაიკითხეთ აქ)? პომპეო დუმს იმაზე, რომ ტრამპი არ დაუშვებს ანაკლიის აშენებას ამერიკელი გადასახადის გადამხდელთა ფულით - აშშ-ი ამჟამინდელი პრეზიდენტისთვის საქართველო რუსეთის სტრატეგიული ინტერესების ზონაა, ამიტომ არასდროს უხსენებია ის რუსეთის პრეზიდენტთან საუბარში თუმცა მუდმივად ლაპარაკობს უკრაინაზე! ჰოდა, პომპეოც ცდილობს, 3 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ტვირთისგადალოცვას“ ქართველ გადასახადის გადამხდელთა ზურგზე, რომლებიც ისედაც გაღატაკდნენ სააკაშვილის სექტის მიერ ანტირუსული პროვოკაციების შედეგად გამოწვეული, ეროვნული ვალუტის მკვეთრი ინფლაციის გამო!

    დასასრულ - რისთვის გააკრიტიკეს საქართველოს მოქმედი ხელისუფლება გასულ კვირას თბილისში ჩატარებული კონფერენციის ამერიკელმა მონაწილეებმა:

- ანდერს ფოგ რასმუსენი: ”ხელისუფლება არ უხსნის მოსახლეობას ნატოში შესვლის უპირატესობებს ამ” მექანიზმით ”- აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე; მე კარგად მესმის, რომ საქართველოში ბევრს მოთმინება ამოეწურა. შეგახსენებთ, რომ ბუქარესტის სამიტზე, 2008 წელს, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები და ეს გადაწყვეტილება უფრო მეტია, ვიდრე MAP”;

- დევიდ კრამერი: ”საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაარწმუნოს ნატოელი მოკავშირეები, რომ ალიანსში შესვლის შემდეგ, არ ჩაითრევს მათ რუსეთთან კონფლიქტში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამო! რუსეთის ფედერაციის მთავრობასა და საქართველოს ხელისუფლებას შორის პირდაპირი დიალოგი დეოკუპაციის საკითხზე არასწორია”;

- ფილიპ რიკერი: ”ანაკლიის პორტი საქართველოს ისტორიული შესაძლებლობაა. დღეს მე იმავე პოზიციაზე ვარ, რაზეც სახელმწიფო მდივანი პომპეო თავის ივნისის განცხადებაში, მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ბახტაძის ვიზიტის დროს. ეს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი, ისტორიული, საეტაპო შესაძლებლობაა; ანაკლიის პორტს შეუძლია გაუხსნას საქართველოს შესაძლებლობის ფანჯარა, რაც ქვეყნის ეკონომიკას დამოუკიდებელს გახდის რუსეთისა და ჩინეთისგან. უმჯობესია, არ გადადოთ პროექტი! არსებობს კალენდარი, გარკვეული დრო, რომლის განმავლობაშიც ეს პროექტი უნდა შესრულდეს. ნუ გადადებთ, გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა!”;

- ჯონტ ტეფტი: ”ანაკლიის პორტს რეგიონისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, იმედი მაქვს, რომ პროექტი წინ წავა. რაც შეეხება კითხვებს, დეტალებზე არ ვისაუბრებ”;

- დენიელ ფრიდი: ”ბევრი „ქართულ ოცნებაში“ ფიქრობს, რომ ამერიკელები მხოლოდ სააკაშვილს უჭერენ მხარს, ამიტომ მათ დაბლოკეს ბრიჯიტ ბრინკის საქართველოში ჩამოსვლა აშშ-ის ელჩად. ეს შეცდომა იყო! მე მაწუხებს ქართული პოლიტიკის პოლარიზაცია, განსაკუთრებით ის, რაც მოხდა 20 ივნისის შემდეგ. სააკაშვილმა ბევრი კარგი რამ გააკეთა ქვეყნისთვის. რაშიც ის წარმატებულად მიმაჩნია, არის მდგრადი ინსტიტუციების შექმნა, კანონის უზენაესობის დაცვა, მათ შორის - პოლიტიკური ზეწოლისგან ... იმუშავეთ რეფორმებზე, მოახდინეთ ეკონომიკის სტიმულირება, დააგროვეთ პოლიტიკური კაპიტალი საჭირო დროს და წარმატებას მიაღწევთ”;

- მეთიუ ბრაიზა: ”თქვენ უნდა შეაჩეროთ რუსეთი, დააწესოთ ფასი იმ მომენტში, როდესაც ის რაიმე უკანონო ქმედებას აკეთებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ანალოგიური ქმედებები იქნება მომავალშიც! საქართველოს სჭირდება, რომ როგორმე დაბრუნდეს აშშ-ისა და ჩვენი ევროპელი მოკავშირეების დღის წესრიგში! საბოლოო ჯამში, ეს შეიძლება გაკეთდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებით - დაე გაიმარჯვოს მან, ვინც გაიმარჯვებს!

ნებისმიერმა, ვინც ივნისიდან თვალყურს ადევნებს მოვლენებს საქართველოში, იცის, რამდენად პროვოკაციულია შინაგან საქმეთა მინისტრი გახარიას პრემიერ-მინისტრად დანიშვნა. ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლებამ გავრილოვთან დაკავშირებული მოვლენებიდან გაკვეთილი მიიღო. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, თუ როგორ იქნება საქართველო სტრატეგიულად წარმოდგენილი აშშ-ის დღის წესრიგში. ჩვენ დავეხმარებით საქართველოს გაძლიერებაში და მოვემზადებით იმ მომენტისთვის, როდესაც ნატო იტყვის, რომ დადგა გაწევრიანების დრო. ამჟამინდელ მთავრობას ახსენებენ 2007 წლის ნოემბერს, როდესაც ადგილი ჰქონდა მსგავსს პრობლემებსა და, შესაძლოა, შეცდომებსაც. ამ მთავრობისთვის საკვანძო გზავნილია არ გაიმეოროს იგივე შეცდომები.

ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის პროექტმა შესაძლოა უდიდესი გავლენა მოახდინოს ნატოში საქართველოს ინტეგრაციის გზაზე. ანაკლიის პორტი მოხმარდება ავღანეთში აღჭურვილობისა და სამხედრო ტექნიკის ტრანსპორტირებას, ასევე ნატოს სამხედრო წვრთნების ჩატარებას საქართველოში. პორტის მშენებლობის შეჩერება აშშ-ის განხიბვლას იწვევს და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობის საკითხს“.

   ამრიგად, ჩვენ სახეზე გვაქვს ანტისახელმწიფოებრივ შეთქმულების ყველა ნიშანი, რომელშიც მონაწილეობენ კონფერენციის სტუმრები, ორგანიზატორები და ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაციები - ”მომხრეები და პარტნიორები”, რომელთა მხარდაჭერითაც ის ჩატარდა.

„საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი
არნო
ხიდირბეგიშვილი
2019 წლის 16 სექტემბერი
საქართველო, თბილისი