აქტუალური
თქვენი მტრები ეძებენ რისკებსა და ბზარებს, რომ გაგტეხონ და ნაწილებად დაგშალონ, ჩვენ გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ეს არ მოხდება - მედლინ მუნი

 საქართველო, 16 სექტემბერი, საქინფორმი. თქვენი მტრები ეძებენ რისკებსა და ბზარებს, რომ გაგტეხონ და ნაწილებად დაგშალონ, ჩვენ გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ეს არ მოხდება, – ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა მედლინ მუნმა თბილსიში, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, გასაოცარია ის, რაც საქართველომ 30 წელიწადში მიაღწია.

არა მხოლოდ მოქალაქეები გიყურებენ, გაკრიტიკებენ, მონიტორინგს უწევენ მედიასა და სასამართლო სისტემას, ასევე გიყურებენ თქვენი მეგობრები და მოკავშირეები. ჩვენ ვუყურებთ სად არის ბზარები, რისკები, რადგან გვინდა, უფრო ძლიერები იყოთ. თქვენი მტრები ეძებენ იმავე რისკებსა და ბზარებს, რომ გაგტეხონ და ნაწილებად დაგშალონ. ჩვენ კი გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ეს არ მოხდება“, – განაცხადა მედლინ მუნმა.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მედლინ მუნი დღეს ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა, სადაც არსებულ ვითარებას გაეცნო, ასევე დათა ვანიშვილსაც გაესაუბრა და მას სიმამაცისთვის მადლობა გადაუხადა. ჩვენი საქმეა, დავაკვირდეთ აქ მიმდინარე პროცესებს, დავსვათ კითხვები და გავიტანოთ ამ ადამიანის საუბარი ჩვენს შემდგომ შეხვედრაზე ლონდონში. ჩვენ ამას გავაკეთებთ. მე გპირდებით, ჩვენ არ დავწერთ მხოლოდ ანგარიშს და ეს იქ არ დამთავრდება, არამედ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, რომ აქ მიმდინარე პროცესები უფრო ფართო საზოგადოებისთვის გახდეს გასაგები“, – განაცხადა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.