პოლიტიკა
ნატო-ში გაწევრიანების თემა ძალიან აიგდეს და ფეხქვეშ გათელეს - გია ვოლსკი

 საქართველო, 13 სექტემბერი, საქინფორმი. ნატო-ში გაწევრიანების თემა ძალიან აიგდეს და ფეხქვეშ გათელეს, რაღაც პოლიტიკური კომენტარები დაადეს ზემოდან და არ ვიცი, კიდევ რა შედარება მოვიტანო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ განაცხადა კითხვაზე, რომ ოპოზიციამ ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის მიერ შეთავაზებული შანსის გამოყენებაზე ხელისუფლებას უარი უთხრა.

მისი თქმით, ნატო-საქართველოს საბჭო არსებობს და ამ ფორმატში სხვადასხვა ვარიანტი იხილება.

ახლა ოპოზიცია ან ვიღაც ქუჩაში დარჩენილი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ თავი გამოიჩინონ. რასმუსენმა საფრთხეებზეც და გერმანიაზეც ილაპარაკა. აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანიაზე. ასევე რუსეთთან მუშაობაზე, იმ საფრთხეებზე. რასმუსენი ახლა როგორც ექსპერტი ისე საუბრობს, მაგრამ კიდევ ერთიც უნდა ვიცოდეთ, რომ ნატო-ს შემადგენლობაში არ არის ერთგვაროვანი მოსაზრებები უამრავ საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის წესდების ცვლილებისთვის, როგორც აპატურაიმ აღნიშნა, მზად არ არიან.

ხელისუფლება მუშაობს, რომ სტაბილურობა შეინარჩუნოს, ნატო-სთან სამაგალითო ურთიერთობები ჰქონდეს, როგორიც აქვს და ჰქონდეს სამომავლო გეგმა, ისეთი, რომელიც შეესაბამება ნატო-ს და საქართველოს ერთობლივ ინტერესებს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.