საქართველოს მთავრობა და ფრანგული ავტოკონცერნი "რენო" თანამშრომლობას იწყებენ, ქვეყანაში ელექტრომობილების შემოყვანა კი 2012 წლიდან დაიწყება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, უწყების პირველმა პირმა ვერა ქობალიამ და „რენოს" აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა ფილიპ კლეინმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას საქართველოში ელექტრომობილების გამოყენების ინფრასტრუქტურის განვითარების სფეროში თანამშრომლობის თაობაზე.დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ, ფილიპ კლეინმა თავად დაათვალიერებინა ქართველ მინისტრს „რენოში" დამზადებული ელექტრომობილი, რის შემდეგაც ვერა ქობალიამ მონაწილეობა მიიღო ახალი მანქანის ტესტ-დრაივში.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ვერა ქობალიას განცხადებით, დოკუმენტზე ხელმოწერით გადაიდგა პირველი ნაბიჯი, რათა საქართველოს ასევე ჰქონდეს ელექტრომობილების პარკი.
მისი თქმით, შეთანხმება ითვალისწინებს „რენოს" სპეციალისტების მხრიდან საქართველოში კვლევის ჩატარებას, სად და რამდენი სერვისცენტრი უნდა განთავდეს და პირველ ეტაპზე, რამდენი ელექტრომობილის შეძენა იქნება მიზანშეწონილი.
ელექტრომობილების შემოყვანის პროცესი 2012 წლიდან დაიწყება, რათა საქართველოს მოსახლეობას ჰქონდეს არჩევანის საშუალება – ისარგებლოს ავტომანქანით, რომელიც მოძრაობს ნავთობპროდუქტებზე, თუ ელექტრომობილით.