პოლიტიკა
ანდრია-სანდრო ურუშაძე დღეს პრემიერ–მინისტრმა მთავრობის სხდომაზე შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის ახალ მინისტრად წარადგინა.2005–2006 წლებში ის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა, შემდეგ კი – ჯანდაცვის პოლიტიკის ექსპერტი იყო.
მინისტრის მოადგილის დანიშვნამდე სამი წლის განმავლობაში, ურუშაძე სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელობდა. შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მინისტრის პოსტი სანდრო კვიტაშვილმა 31 აგვსიტოს დატოვა, მინისტრის მოვალეობას კი მისი პირველი მოადგილე ირაკლი გიორგობიანი ასრულებდა. რამდენიმე კანდიდატურას შორის არჩევანი მინისტრის პოსტზე კი, სანდრო ურუშაძეზე შეჩერდა.