საზოგადოება
საქართველო, 9 სექტემბერი, საქინფორმი. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2019 წლის მეორე კვარტალში 187 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის მეორე კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 53.7 პროცენტით ნაკლებია.
„შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის აღსანიშნავია მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულება, არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირება (სასესხო დავალიანების დაფარვა) და რეინვესტიციის მოცულობის შემცირება“, – აღნიშნავენ საქსტატში.
საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის პირველ ნახევარში ინვესტიციების მოცულობამ 473 მილონი დოლარი შეადგინა, 2018 წლის პირველ ნახევარში კი ინვესტიციები 726 მილიონ დოლარს აჭარბებდა.