პოლიტიკა
გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის რანგში მუშაობას შეუდგა

 საქართველო, 9 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ახალ თანამდებობაზე მუშაობას 9 სექტემბრიდან შეუდგა. გახარია მთავრობის ადმინისტრაციაში გუშინ დილით მივიდა.

საქართველოს პარლამენტმა გიორგი გახარიასა და მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა 8 სექტემბერს გამოუცხადა. მთავრობამ 98 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო.

გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ მთავრობაში 2017 წლის 13 ნოემბრიდან შინაგან საქმეთა მინისტრისა და ვიცე-პრემიერის თანამდებობებს იკავებდა. ასევე იყო ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი.

2016 წლის 27 ნოემბერი-2017 წლის 13 ნოემბრის პერიოდში გიორგი გახარია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი იყო, მანამდე ეკონომიკურ საბჭოს ხელმძღვანელობდა, ასევე იკავებდა საქართველოს ბიზნესომბუდსმენის თანამდებობას.