აქტუალური
„საქართველოს მთავრობა ქუთაისის აეროპორტის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად შპს „ქუთაისის აეროპორტის“ აქტივების სიმბოლურ ფასად – 1 ლარად გასხვისების საკითხს განიხილავს. მთავრობა, ასევე, მზადაა, მოიწვიოს კომპანიები, რომლებიც ქუთაისის აეროპორტის მიერ დაბალბიუჯეტიანი ავიახაზების მომსახურების შესახებ საკუთარ წინადადებებს წარადგენენ. კომპანიების წლიური გადაზიდვების რაოდენობა 20 მილიონ მგზავრს არ უნდა ჩამოუვარდებოდეს“, – განმარტავენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.
ამასთან, საქართველოს მთავრობა თანახმაა, კომპანიის მიერ ზემოაღნიშნული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, პროექტის თანადამფინანსებელი გახდეს.