უცხოეთი
საქართველო, 9 სექტემბერი, საქინფორმი. დიდ ბრიტანეთში ქართველებისგან შემდგარი დანაშაულებრივი დაჯგუფება გამოავლინეს, რომელსაც ირლანდიიდან ბრიტანეთში მიგრანტები ფულის სანაცვლოდ არალეგალურად გადაჰყავდა.
როგორც ბრიტანული გამოცემა „დეილი მეილი“ წერს, დაჯგუფების ლიდერ ი.დ-ს, რომელიც 35 წლისაა, 5 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
მედიასაშუალების ცნობით, მას მიგრნატები, მათ შორის საკუთარი ოჯახის წევრებიც, დუბლინიდან უელსის ქალაქ ჰოლიჰედში ბორანით გადაჰყავდა.
დიდი ბრიტანეთის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, დიდ ბრიტანეთში ი.დ-სა და მისი დაჯგუფების დახმარებით არალეგალურად ჩასული სულ მცირე 19 ადამიანი იმყოფება.
დაჯგუფების ლიდერის გარდა, გასამართლებულებია კიდევ ოთხი ქართველი მამაკაცი.
1tv.ge