საზოგადოება
სარეკლამო ტელევიზია თუ სატელევიზიო რეკლამა?!

telereklama„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შედის, რომელთა თანახმადაც, ტელეეთერში რეკლამის ხანგრძლივობა იზრდება. თუ აქამდე რეკლამა ყოველ 15 წუთში გადიოდა, ახლა ეს ინტერვალი 10 წუთამდე შემცირდა. კანონის დღეს მოქმედი რედაქციით, რეკლამისა და ტელეშოპინგის მოცულობა 24 საათის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს მაუწყებლობის საერთო ხანგრძლივობის 15%-ს. კანონპროექტის თანახმად კი, ეს მაჩვენებელი 20%-მდე იზრდება. იზრდება ის 120-წამიანი ზღვარიც, რომელიც დაწესებულია გადაცემების შეწყვეტისთვის.

ახალი ინიციატივით, გადაცემის შეწყვეტა სარეკლამო ბადით 300 წამის განმავლობაში იქნება შესაძლებელი. გარდა ამისა, მაუწყებლებს შეეძლებათ, სარეკლამო ჭრა გააკეთონ ახალი ამბების, საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების თუ დოკუმენტური ფილმების მსვლელობისას, თუ მათი ხანგრძლივობა 15 წუთს აღემატება. დღეს მოქმედი რედაქციით კი ეს შეზღუდვა 30 წუთს შეადგენს.