საზოგადოება
„შევიკრიბებით და აღარ დავიშლებით“ — პატრიოტთა ალიანსი“ 15 სექტემბრიდან აქციებს აანონსებს

 საქართველო, 6 სექტემბერი, საქინფორმი. „პატრიოტთა ალიანსი“ 15 სექტემბრიდან უწყვეტ აქციებს აანონსებს.

3 სექტემბერს პარტიის ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები ირმა ინაშვილი და დავით თარხან-მოურავი ამომრჩეველს მოუწოდებენ, ჯერ 8 სექტემბერს, 16:00 საათზე შეიკრიბონ „სპორტის სასახლეში“, ხოლო 15 სექტებმერს იმავე დროს, „რესპუბლიკის მოედანზე“.

„15 სექტემბერს, კვირა დღეს, დღის 4 საათზე, ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე და აღარ დავიშლებით“, — ამბობს დავით თარხან მოურავი ვიდეომიმართვაში. მანამდე ის და ირმა ინაშვილი საუბრობდნენ „ნაციონალური მოძრაოიასა“ და „ევროპული საქართველოს“ ლიდერებზე და ამბობდნენ, რომ „სააკაშვილ-ბოკერიები დღეს რევოლუციას აპირებენ“.

„მათ განაახლეს „კმარა“, განაახლეს „თავისუფლების ინსტიტუტი“, — ამბობს დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი კი აცხადებს: „მსოფლიო ვითარება უკიდურესად დაიძაბა. დიდი სახელმწიფოები მიდიან მესამე მსოფლიო ომისკენ. სააკაშვილებს და ბოკერიებს ამაში ჩვენი ჩართვა სურთ, რასაც მოჰყვება საქართველოს სრული დაშლა. ჩვენ არ გვინდა ომი. ჩვენ გვინდა მშვიდობა. ჩვენ ვითხოვთ, დაისაჯონ სააკაშვილები და ბოკერიები“.