აქტუალური
საქართველო, 5 სექტემბერი, საქინფორმი. არსებული ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად გრიგოლ ლილუაშვილი დაინიშნება. ლილუაშვილის ახალ თანამდებობაზე უახლოეს დღეებში წარადგენენ. აქამდე იგი სუს-ის უფროსის მოადგილის პოსტს იკავებდა.
შეგახსენებთ, რომ 2 სექტემბერს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა მამუკა ბახტაძემ. მთავრობის ხელმძღვანელად შს მინისტრის გიორგი გახარიას კანდიდატურაა წარდგენილი. შს მინისტრად კი სუს-ის ამჟამინდელი ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური ინიშნება.
სამთავრობო ცვლილებების ფარგლებში, თავდაცვის მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილი ინიშნება. ლევან იზორია კი უსაფრთხოების საბჭოს მდივანი იქნება, ასევე, არსებული ინფორმაციით, ის საგარეო დაზვერვის სამსახურს უხელმძღვანელებს.