აქტუალური
ლევან იზორია უშიშროების საბჭოს მდივნის გარდა, დაზვერვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნება

 საქართველო, 5 სექტემბერი, საქინფორმი. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ლევან იზორია დაზვერვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ინიშნება.

როგორც ცნობილია, სწორედ აღნიშნული პოსტით შეითავსებს იზორია ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის პოზიციას.

ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ კანონის გათვალისწინებით, საბჭოს მდივნის ფუნქციას პრემიერ-მინისტრი საბჭოს ერთ-ერთ მუდმივ წევრს აკისრებს. საბჭოს ერთ-ერთი მუდმივი წევრია დაზვერვის სამსახურის უფროსიც.

დაზვერვის სამსახურს ამჟამად დავით სუჯაშვილი ხელმძღვანელობს.