საზოგადოება
საქართველოში რუსული კომპანიების საქმიანობა არ შეიზღუდება

 საქართველო, 5 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ვახტანგ მახარობლიშვილის განცხადებით, საქართველო ეკონომიკურად არც ერთ ქვეყანაზე დამოკიდებული არ უნდა იყოს.

მისი თქმით, რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები იყო და მომავალშიც შენარჩუნდება.

ამის შესახებ რუსული მედია წერს.

საქართველო, როგორც სხვა ქვეყნები, ერთ ქვეყანაზე დამოკიდებული არ უნდა იყოს. ეკონომიკის დივერსიფიცირება პრიორიტეტი უნდა იყოს. რუსეთთან ვაჭრობა, რა თქმა უნდა, იყო, არის და იქნება, ბოლოს და ბოლოს საქართველო და რუსეთი მეზობლები არიან“, – აღნიშნა დიპლომატმა.

მისი თქმით, საქართველო ბოლო დროს ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობის ინტენსიფიცირებას ახდენს, ავითარებს ეკონომიკურ ურთიერთობას ჩინეთთან და აშშ-სთან.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა საქართველოში რუსული კომპანიების საქმიანობა შეიზღუდოს, მახარობლიშვილი ამბობს, რომ შეზღუდვა იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ეს კომპანიები არღვევენ ან დარღვეული აქვთ კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“.

თუ ასეთი დარღვევა არ ფიქსირდება, რუსული კომპანიები ადრეც მუშაობდნენ, ახლაც მუშაობენ და მომავალში იმუშავებენ“, – განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.