პოლიტიკა
სააკაშვილის პარტია „ნაციონალური მოძრაობისა“ და ამ პარტიის მიერ შექმნილი მოძრაობის - „სირცხვილია“ მცირერიცხოვანმა წარმომადგენლებმა პარლამენტთან აქცია გამართეს (ვიდეო)

 საქართველო, 4 სექტემბერი, საქინფორმი. გუშინ, საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიის გახსნისას მოძრაობის - „სირცხვილია“ და სააკაშვილის ექსმმართველი პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა პარლამენტის შესასვლელთან საპროტესტო აქცია გამართეს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ამჟამინდელი შს მინისტრის, გიორგი გახარიას წარდგენის გასაპროტესტებლად.

ისინი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს საყვირებითა და შეძახილებით „სირცხვილია!“ და „მონებო!“ ხვდებოდნენ. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ გიორგი გახარია ამა წლის 21 ივნისის მოვლენებშია დამნაშავე და პრემიერ-მინისტრად არ უნდა დაინიშნოს.

ამასთან, საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილები სკანდირებდნენ, რომ გახარიას პრემიერად დანიშვნა „რუსული დაკვეთაა“. პარლამენტის შენობასთან პოლიცია იყო მობილიზებული.