საზოგადოება
გავრილოვს საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრის გამბედაობის იმედი აქვს

 საქართველო, 4 სექტემბერი, საქინფორმი. სახელმწიფო დუმაში იმედოვნებენ, რომ საქართველოს მომავალ პრემიერ-მინისტრს ეყოფა გამბედაობა ჩაერთოს რუსეთთან გულწრფელ მოლაპარაკებებში. როგორც ИА REGNUM– ის კორესპოდენტი 2 სექტემბერს იუწყებიდა, ამის შესახებ სახელმწიფო სათათბიროს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების კომიტეტის ხელმძღვანელმა სერგეი გავრილოვმა (რფ-ისკომუნისტური პარტია) განაცხადა.

დეპუტატმა იმედი გამოთქვა, რომ "საქართველოს პრეზიდენტისგან დამოუკიდებელ საქართველოს მთავრობის მომავალ ხელმძღვანელს ეყოფა გამბედაობა ჩაერთოს რუსეთთან გულწრფელ მოლაპარაკებებში, თანამშრომლობის აღდგენის მიზნით".

მხოლოდ ეს შეიძლება იყოს კონფლიქტის დაძლევის გარანტია”, - დარწმუნებულია პარლამენტარი.

2019 წლის ივნისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის დროს, რომლის თავმჯდომარეც ის არის, გავრილოვი საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელში ჩაჯდა. ოპოზიციას ეს არ მოეწონა და თბილისში მასობრივი საპროტესტო აქციები ჩატარდა. დაიწყო რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გამწვავების ახალი ეტაპი.

ამასთან, 2 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობა დატოვა. პოსტის პრეტენდენტი შინაგან საქმეთა ამჟამინდელი მინისტრი გიორგი გახარია, წერს მედია.