საზოგადოება
ევროსაბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით სამთავრობო კომისია შეიქმნა

 საქართველო, 3 სექტემბერი, საქინფორმი. ევროსაბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით სამთავრობო კომისია შეიქმნა.

კომისიაში 16 წევრია და მას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია უხელმძღვანელებს.

კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება ასევე ეთხოვათ პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს თამარ ჩუგოშვილს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველ მოადგილეს ქეთევან მახარაშვილს, თბილისის მერის მოადგილეს მაია ბითაძეს და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს გიორგი ტყემალაძეს.

საქართველო ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ექვსი თვით, მიმდინარე წლის ნოემბერში გახდება.