საქართველო, 3 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, რომელიც ყოველ თავის გამოსვლაში რეფრენად იმეორებდა - ”საქართველოს ურთიერთობები აშშ-სა და ევროკავშირთან არის ისეთ უმაღლეს ნიშნულზე, როგორც არასდროს” - გადადგომის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა, რითაც ერთი დღით დაასწრო დღევანდელ ოფიციალურ განცხადებას.
ჩვენი უმთავრესი ამოცანა იყო, ხარისხობრივად ახალ დონეზე აგვეყვანა ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირსა და ნატოსთან და წარმოგვეჩინა საქართველოს გაძლიერებული სტრატეგიული როლი რეგიონში; სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ დღეს ეს ურთიერთობები უმაღლეს ისტორიულ ნიშნულზეა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს.
მამუკა ბახტაძის განცხადებით, ქვეყნის საერთაშორისო პოზიციები ასეთი ძლიერი არასდროს ყოფილა და მას სჭირდება განსაკუთრებული მოფრთხილება და შემდგომი განმტკიცება.
„ევროინტეგრაცია – ეს არ არის მხოლოდ ჩვენი პოლიტიკური არჩევანი, როგორც ხშირად პოლიტიკოსები მოიაზრებენ, ევროინტეგრაცია არის ჩვენი ერის ცივილიზაციური არჩევანი.დღეს ჩვენ ვართ ევროკავშირის ასოციირებული წევრები, გვაქვს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA), ვიზა ლიბერალიზაცია რამაც პირდაპირი და ხელშესახები შედეგები მოუტანა ჩვენს ხალხს. საქართველო დღეს არის იმაზე ახლოს ევროპულ ოჯახთან, ვიდრე ოდესმე ყოფილა“, – აცხადებს მამუკა ბახტაძე.
მისი თქმით, ყველა პარტნიორი ერთხმად აღიარებს, რომ საქართველო არის ლიდერი სახელმწიფო აღმოსავლეთის პარტნიორ ქვეყნებს შორის.
„ჩვენ გვჭირდება კონკრეტული გეგმა შემდგომი ფაქტობრივი ინტეგრაციისთვის ევროპულ სივრცეში, ვიდრე ევროკავშირს ექნება შესაძლებლობა, მოგვცეს ევროკავშირის წევრობის ოფიციალური პერსპექტივა. სწორედ ამიტომ, ჩვენ: შევიმუშავეთევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკა (Roadmap2EU); ბათუმის კონფერენციაზე ვიმსჯელეთ ფაქტობრივი ინტეგრაციისათვის საჭირო დამხმარე მექანიზმებზე, სადაც ნათლად გამოჩნდა, რომ ევროკავშირის მხრიდან არის მზადყოფნა და ჩვენგან ელიანინიციატივებს; ევროკავშირთან ერთად შევიმუშავეთ უნიკალური ფორმატი, რომელიც შეიქმნა სპეციალურად საქართველოსთვის − ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პირველად გაიმართა უმაღლესი დონის შეხვედრა საქართველოს მთავრობისა დაევროკომისიის წევრების მონაწილეობით ბრიუსელში; სექტორული ინტეგრაცია არის ევროკავშირში ფაქტობრივი ინტეგრაციის საუკეთესო გზა. ჩვენი ევროპული ცივილიზაციური არჩევანი განპირობებულია ჩვენი ისტორიითა და უნიკალურიკულტურით. ჩვენი კულტურა არის ევროპული ცივილიზაციის ნაწილი, უფრო მეტიც − ჩვენ განსაკუთრებული წვლილი გვაქვს შეტანილი ევროპული ცივილიზაციის შექმნაში. შესაბამისად, განსაკუთრებით ემოციური და პრაგმატულადაცუმნიშვნელოვანესია, რომ სრულფასოვანი სექტორალური ინტეგრაციის პირველი ნაბიჯები ხორციელდება სწორედ კულტურისა და განათლების სფეროებში“, – აცხადებს მამუკა ბახტაძე.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია ცირკულარული შრომითი მიგრაციის (ლეგალური დასაქმება ევროპაში) შესახებ მოლაპარაკებები ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან.
„სანამ საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი, საქართველოს ევროპასთან ფაქტობრივი ინტეგრაციის საუკეთესო მექანიზმად მიმაჩნია საქართველოს ევროპის ეკონომიკურ სივრცეში გაწევრიანება (European Economic Area)“, – აცხადებს მამუკა ბახტაძე.