უცხოეთი
პეტრო პოროშენკო რადას ევროინტეგრაციის კომიტეტში გააგრძელებს მუშაობას

 საქართველო, 2 სექტემბერი, საქინფორმი. უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო რადას ევროინტეგრაციის კომიტეტში გააგრძელებს მუშაობას. უკრაინული მედიის ინფორმაციით, კომიტეტი ცხრა წევრით დაკომპლექტდა.

კომიტეტს ევროინტეგრაციის საკითხებში ყოფილი ვიცე-პრემიერი ივანა კლიმპუშ-ცინცაძე უხელმძღვანელებს.

პირველი მოადგილის თანამდებობაზე პარტია „ხალხის მსახურის“ წარმომადგენელი ვადიმ გალაიუჩკა დაინიშნა. კომიტეტის წევრები ასევე არიან ოპოზიციონერი დეპუტატები: ოლეგ ვოლოშინა, მარია მეზენცეევი და პარტია „ბატკივშინას“ წარმომადგენელი ვალენტინ ნალივაიჩენკო.

1tv.ge