საზოგადოება
საშემოდგომო-საგაზაფხულო ნათესი ფართობები 14 ათასი ჰექტრით შემცირდა

 საქართველო, 30 აგვისტო, საქინფორმი. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, საშემოდგომო-საგაზაფხულო ნათესი ფართობები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14 ათასი ჰექტრით შემცირდა.

დღეს გამოქვეყნებული მონაცემებით, ამ პერიოდში სხვადასხვა კულტურა 193,6 ჰექტარზე დაითესა და ეს არის ყველაზე მცირე მონაცემი წინა წლებთან შედარებით.

ამასთან ერთად, 2 ათასი ჰექტრით შემცირდა ხორბლისა და ქერის ნათესები (53 ათასი ჰექტარი), მარცლოვან-პარკოსანი კულტურები 8 ათასი ჰექტრით (90,4 ათასი ჰექტარი), კარტოფილი და ბოსტნეულ-ბარჩეული კულტურები 2 ათასი ჰექტრით (32,2 ათასი ჰექტარი).

მთლიანობაში, 2016 წელს აღნიშნული კულტურები 240 ათას ჰექტარზე დაითესა, 2017 წელს – 220 ათას ჰექტარზე, 2018 წელს – 207 ათას ჰექტარზე, ხოლო 2019 წელს – 193 ათას ჰექტარზე.