აქტუალური
ვლადიმირ ზელენსკი ვარშავაში სალომე ზურაბიშვილს შეხვდება - უკრაინული მედია

 საქართველო, 30 აგვისტო, საქინფორმი. უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ვარშავაში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა „უნიანი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი 31 აგვისტოსა და 1-ელ სექტემბერს ვარშავაში მეორე მსოფლიო ომის 80 წლის იუბილეზე დასასწრებად ჩადის. როგორც უკრაინულ მედიას ზელენსკის გარემოცვაში დაუდასტურეს, უკრაინის ლიდერი 1-ელ სექტემბერს რამდენიმე უცხოელ ლიდერთან აპირებს შეხვედრას.

უკვე დადასტურებულია ბელგია, ლიეტუვა, საქართველო“, – განაცხადეს ზელენსკის გარემოცვაში.

როგორც ცნობილია, ვარშავაში ასევე ჩავა აშშ-ის პრეზიდენტი, რომელიც სავარაუდოდ შეხვდება უკრაინის პრეზიდენტს.

ვარშავაში დაგეგმილ მემორიალურ ღონისძიებებზე რუსეთის პრეზიდენტი მიწვეული არ არის.