პოლიტიკა
ევროპა ქართველებს აძევებს, მიუხედავად მისი ფრანგი პრეზიდენტის განცხადებისა, რომ საქართველო - ეს ევროპაა! - საქინფორმი

 საქართველო, 30 აგვისტო, საქინფორმი. გასული წლის განმავლობაში, ევროკავშირის ქვეყნებმა არაერთხელ გააფრთხილეს საქართველო, რომ მისი მოქალაქეებისთვის ლიბერალური უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შესაძლოა შეჩერდეს, თუ მკვეთრად არ შემცირდება ქართული წარმოშობის არალეგალი ემიგრანტების რაოდენობა, რომლებიც ევროპაში თავშესაფარს ითხოვენ. სულ ახლახან საფრანგეთმა, იქ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის ვიზიტის შემდეგ, რომელიც საფრანგეთის მთავრობას არწმუნებდა, რომ საქართველოში არ ხორციელდება დევნა პოლიტიკური მოტივით, საფრანგეთმა თავშესაფარზე უარი უთხრა ქართველ მიგრანტთა დიდ ჯგუფს, რომლებმაც იქ კარვის ბანაკი დადგეს. ქართველების მიმართ ევროპელთა უკმაყოფილებას დიდწილად უწყობს ხელს ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებანი და ქართული წარმოშობის ცალკეული კრიმინალები, რომლებსაც მუდმივად აკავებენ გერმანიაში, იტალიაში, ესპანეთსა და ევროპის სხვა ქალაქებში.

     და აი გუშინ შვეიცარიამ თავი დააღწია ქართველ მიგრანტებს, აღიარა რა საქართველო უსაფრთხო ქვეყნად იქ თავშესაფრის მაძიებელთა დაბრუნებისთვის, რომელთაც უარი ეთქვათ. ამის შესახებ ნათქვამია შვეიცარიის ფედერალური საბჭოს (მთავრობა) ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. ინფორმაციის თანახმად, საქართველო აღიარებული იქნა „გონივრულ ფარგლებში“ რეპატრიაციისთვის უსაფრთხო ქვეყნად 2019 წლის 1 ოქტომბრიდან.

     ასე რომ, საქართველო შეტანილია იმ სახელმწიფოების ჩამონათვალში, რომლებიც რეპატრიაციისთვის უსაფრთხოდ არის აღიარებული, როგორც ამას საქინფორმი იტყობინებოდა, სწორედ მიგრაციის შეზღუდვისთვის შვეიცარიაში და არა კეთილი განზრახვების, მაგალითად, რუსთაველის ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების აღიარების გამო!

განაცხადები თავშესაფრის მოთხოვნით აქტიურად იგზავნებოდა საქართველოდან 2017 წლიდან, როდესაცშენგენის ხელშეკრულების ფარგლებში თბილისისთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ გამოაცხადა.