საზოგადოება
ჩვენ საუკუნეების განმავლობაში გვაქვს განსაკუთრებული რწმენა და სიყვარული დედა ღვთისმშობლის - მამუკა ბახტაძე

 საქართველო, 29 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძე მორწმუნეებს მარიამობის დღესასწაული სიონის საკათედრო ტაძარიდან მიულოცა.

გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. საქართველო არის წილხვედრი წმინდა დედისა და ჩვენ, ქართველებს საუკუნეების განმავლობაში გვაქვს განსაკუთრებული რწმენა და სიყვარული დედა ღვთისმშობლის. უკვე 2019 წლის მაისიდან სახელმწიფო ოფიციალურად აღვნიშნავთ ამ დიდებულ მოვლენას. ამ გადაწყვეტილებას როდესაც ვიღებდით, ჩვენ ვგრძნობდით ქართული ეკლესიისა და ქართული საზოგადოების მხარდაჭერას. მადლობა სრულიად საქართველოს, ქართული ეკლესიის მრევლსა და მსოფლიო საქრისტიანოს ვულოცავ ამ დიდებულ დღესასწაულს“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.