საქართველო, 29 აგვისტო, საქინფორმი. მეორე დღეს მას შემდეგ, რაც საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა G7– ის შედეგებზე სიტყვით გამოსვლისას გამოაცხადა ”დასავლური ჰეგემონიის დასასრული” და ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-სა და ევროკავშირს უკვე აღარ შეუძლიათ რაიმე საკითხების მოგვარება რუსეთის მონაწილეობის გარეშე, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარიზში ჩაფრინდა და მყისვე წაუყენა რუსეთს პირობები!
„მოსკოვსა და თბილისს შორის დიალოგის აღდგენა შესაძლებელია, თუ რუსეთი შეცვლის თავის დამოკიდებულებას საქართველოსადმი“, - აღნიშნა Euronews-თან ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილმა. მისი თქმით, ეს იქცევა იმის საფუძვლად, რომ „გვქონდეს რაიმე კონტაქტები, განვაახლოთ ისინი“: „ასევე რუსეთმა უნდა აღიაროს, რომ ურთიერთობა არ შეიძლება აგებულ იქნას იძულებაზე. როდესაც ჩვენ დავინახავთ მკაფიო სიგნალებს ამ მიმართულებით, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მზად ვიქნებით დიალოგისთვის მომავალში“, - დიდსულოვნად განაცხადა ზურაბიშვილმა.
უკაცრავად და, განა სააკაშვილი სხვა რამეს ამბობდა?!