საზოგადოება
იმნაიშვილი: წასული ჟურნალისტების ნაწილს დაბრუნება სურს

 საქართველო, 28 აგვისტო, საქინფორმი. ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის საინფორმაციო სამსახურის ახალი ხელმძღვანელი ირაკლი იმნაიშვილი ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს.

შეიძლება გგონიათ, რომ ეს ნიუსრუმი არის ცარიელი, მაგრამ დღეს როდესაც შემოვედით აქ, დაგვხვდა თითქმის 800-მდე ადამიანი. ასევე მოვისმინე, რომ იმ ჟურნალისტების ნაწილს, რომლებიც წავიდნენ, სურთ დაბრუნება და ემოციური ზეწოლის გამო არიან ასეთ მდგომარეობაში, დგანან არჩევანის ზღვარზე – მიიღონ ემოციური გადაწყვეტილება წნეხის გამო, თუ მიიღონ პროფესიული გადაწყვეტილება“, – ამბობს ირაკლი იმნაიშვილი.

მისი თქმით, მას აქვს ამბიცია, რომ „რუსთავი 2“ გახდეს გამარჯვებული თანამშრომლებისა და ჟურნალისტების ტელევიზია.