აქტუალური
საქინფორმი წარმოგიდგენთ: საერთაშორისო თაღლითები - კონსორციუმ „ანაკლიის“ დამფუძნებლების ოფშორული გარიგებები და კრიმინალური კავშირები

 საქართველო, 28 აგვისტო, საქინფორმი. საქინფორმმა არაერთი პუბლიკაცია მიუძღვნა ჯერაც არდაწყებული ანაკლიის პორტის მშენებლობასა და ამავე სახელწოდების კონსორციუმის დამფუძნებლებს. საქინფორმი თავიდანვე იტყობინებოდა, რომ ეს პროექტი არის საერთაშორისო აფერა, რამაც შეიძლება საქართველოს გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს და არა მხოლოდ ეკონომიკურად.

ცრუ პროპაგანდის გათვალისწინებით, რომელიც დღეს კონსორციუმის აწ უკვე ყოფილი მონაწილეების - ბანკირებიხაზარაძისა და ჯაფარიძის კრიმინალური საქმის გარშემო მიმდინარეობს, რომლებიც თავს მილიარდერივანიშვილისა და რუსეთის, რომელიც ვითომდა დაინტერესებულია ამ „საუკუნის პროექტის“ შეჩერებით, „პოლიტიკურ მსხვერპლად“ ასაღებენ, საქინფორმი უახლოეს მომავალში წარმოგიდგენთ სკანდალურ მასალებს, რომლებიც ანაკლიის ზოგიერთი თანადამფუძნებლის დანაშაულებრივი კავშირებისა და ოფშორული გარიგების შესახებ მოწმობს.

გარდა ამისა, საქინფორმის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები დაამტკიცებს, რომ რუსეთს არაფრით არ შეეძლო ყოფილიყო ამ პორტის მშენებლობის წინააღმდეგი - პირიქით, იგი მასში ირიბად მონაწილეობდა თავისმოქალაქეებსა და ბიზნეს-სტრუქტურების მეშვეობით.

მაშ ასე, მალე საქინფორმზე - სკანდალური მხილებები ანაკლიის კონსორციუმის შესახებ პუბლიკაციაში "ტრესტი, რომელიც გასკდა".