აქტუალური
კრემლში იმედოვნებენ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური „ლეგიტიმურად“ გაიმართება

 საქართველო, 27 აგვისტო, საქინფორმი. კრემლში იმედოვნებენ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური „ლეგიტიმურად“ გაიმართება.

ჩვენ ველოდებით მეორე ტურს და ვიმედოვნებთ, საარჩევნო პროცესი ლეგიტიმურად ჩაივლის“, – განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.

ამასთან, პესკოვმა აღნიშნა, რომ კრემლი ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. არჩევნების მიმდინარეობას აკვირდება.

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 25 აგვისტოს გაიმართა. პრეზიდენტობისთვის ცხრა კანდიდატი იბრძოდა და მათ შორის მოქმედი პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა. ე.წ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა ხმათა 50 პროცენტი. რეგიონში მეორე ტური 8 სექტემბერს გაიმართება, სადაც ერთმანეთს ამჟამინდელი ე.წ. ლიდერი რაულ ხაჯიმბა და ოპოზიციონერი ალხას კვიცინია დაუპირისპირდებიან.