სამართალი
მოძრაობა „მამული, ენა, სარწმუნოება“ წინააღმდეგობის მოძრაობას შეუერთდება

ena_mamuli„კინოს სახლთან“ დღეს,18 მარტს, დაგეგმილ აქცია-ბრიფინგს მოძრაობა „მამული, ენა, სარწმუნოება“ შეუერთდება. აღსანიშნავია, რომ მომზადდა ფართომასშტაბიანი ამნისტიის კანონი, რომელიც პატიმართა რიცხვის 40 000-დან 5 000-მდე შემცირებას ითვალისწინებს.

მოძრაობა „მამული, ენა, სარწმუნოება“ უერთდება დღევანდელ აქციას და სოლიდარობას უცხადებს ყველა იმ პოლიტიკურ თუ სოციალურად რეპრესირებულ, დატერორებულ პატიმრებს, რომლებსაც არაფრის გამო აქვთ მისჯილი სასჯელი. ასევე, ამ აქციით ისინი გამოთქვამენ პროტესტს პატიმრების წამებისა და ყოველდღიური მკვლელობის წინააღმდეგ.

„ჩვენი ხელისუფლება ვალდებულია, წამოვიდეს დათმობებზე, გახსნას ციხის კარი და ყველა უკანონო პატიმარი გამოუშვას თავისუფლებაზე. ჩვენთვის ცნობილია პატიმართა წამების და ე.წ ციხის ჯალათების უსასტიკესი ქმედებების შესახებ, რომელთაგანაც ერთ-ერთი ალექსანდრე მუხაძეა, გლდანის საპყრობილის უფროსი. მოვითხოვთ, შეწყდეს პატიმართა ყოველდღიური მკვლელობები და დაპატიმრებულ იქნენ ყველა ე.წ ციხის ჯალათი“, – განაცხადა მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ლადო სადღობელაშვილმა.