პოლიტიკა
საქინფორმი: თავდაცვის მინისტრი იზორია - საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზების „ჩაწერის” გამფორმებელი ნოტარიუსია!

     2019 წლის 18 აგვისტოს, მას შემდეგ, რაც ამერიკული მხარის ინიციატივით შეწყდა საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმების (IRNFT) მოქმედება, ისე რომ, თვალის ასახვევად ერთ თვესაც არ დაუცდია, აშშ-მა გამოსცადა 500 კმ მეტი რადიუსის მოქმედების „ტომაჰავკის“ ტიპის მოდიფიციებული ფრთოსანი რაკეტა, რაც უწინ აკრძალული იყო IRNFT ხელშეკრულებით.

ასე დასრულდა დამსახურებული შოუმენიდონალდ ტრამპის მიერ დადგმული ჰოლივუდური შოუ - აღმოჩნდა, რომ რუსეთისთვის წაყენებული ბრალდებები სკრიპალების მოწამვლის, ყირიმის ანექსიისა და IRNFT ხელშეკრულების დარღვევის შესახებ მიზნად ისახავდა IRNFT შეთანხმებიდან აშშ-გამოსვლის გამართლებასა და ამერიკელების მიერ წინასწარ შექმნილი რაკეტის პრეზენტაციას, ევროპასა და აზიაში შემდგომი განთავსების მიზნით!

     ამავდროულად, საქართველოში თავდაცვის მინისტრი იზორია ამ კვირაში ხელს მოაწერს სამწლიან შეთანხმებას აშშ-თან სამხედრო თანამშრომლობის შესახებ, რაც გულისხმობს საქართველოში ერთობლივი უსაფრთხოების პუნქტების («Cooperative Security Locations», CSL) შექმნას, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მარაგებითა და აშშ-ის მინიმალური სამხედრო პერსონალით. სწორედ ამიტომ უწოდებენ ამ პუნქტებს სამხედრო ბაზას "შროშნის ფოთოლზე" ("Lily pad” basing), თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, ისინი საშუალებას იძლევა უცებ განთავსდეს აშშ-ის არმიის საიერიშო და ლოგისტიკური საყრდენი პლაცდარმები ნებისმიერ რეგიონში, ნებისმიერი სახელმწიფოს ტერიტორიაზე.

     იმისდა მიუხედავად, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია სინამდვილეში მხოლოდ ნოტარიუსია საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზების რეგისტრაციის გასაფორმებლად, მას, პენტაგონის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფს, იოლად შეუძლია ადგილი მიუჩინოს” საქართველოს პრეზიდენტსაც კი! მოხარული ვიქნები, საქართველოში ამერიკულსამხედრო ბაზების ხილვის და ყველაფერს ვიღონებ იმისთვის, რომ ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს!” - მოჰყვა ლევან იზორიას ელვისებრი პასუხი სალომე ზურაბიშვილის ამასწინანდელ განცხადებას საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკული ბაზების გამოჩენის სახიფათოობისა და არასასურველობის შესახებ.

     იმედია ზოგიერთს არ მოუწევს შემდგომში ამ "შროშნის ფოთლით” „ცრემლის წმენდა“, მოსკოვის მიერ ვაშინგტონისთვის სიმეტრიული პასუხიგათვალისწინებით, რომელიც დიდხანს არ დააყოვნებს ...

საქინფორმის რედაქცია
2019 წლის 26 აგვისტო
საქართველო, თბილისი