სამართალი
საქართველო, 26 აგვისტო, საქინფორმი. გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის ფონზე, ტყეებში ხანძრის წარმოქმნის რისკების ზრდაზე მიუთითებს.
გარემოს ეროვნული სააგენტო მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO)-ს ევროპის კლიმატის რეგიონული ცენტრიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ მიმდინარე წლის 3 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს ტერიტორიის მთიან რეგიონებში მოსალოდნელია თბური ტალღის გავრცელება, რაც მაღალ – 36-38 გრადუს ტემპერატურას განაპირობებს.
„მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება ინფორმირებული იყოს მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის ფონზე, ტყის ხანძრის გაჩენის რისკების ზრდის თაობაზე“, – აცხადებს სააგენტო.
ამასთან, სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 35 გრადუსს გადააჭარბებს.