სამართალი
ავთანდილ წერეთელი ბრალის ოფიციალურად გასაცნობად გენერალურ პროკურატურაშია დაბარებული

 საქართველო, 23 აგვისტო, საქინფორმი. ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი გენერალურ პროკურატურაშია დაბარებული. უწყება წერეთლისთვის ბრალის ოფიციალურად გაცნობას გეგმავს, რის შემდეგაც მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართავს.

გამოძიება ავთანდილ წერეთელს „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელების - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ „16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარებას და დიდი ოდენობით შემოსავლის მიღებას ედავება“.

ავთანდილ წერეთელი დაბარებულია საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრალდების შესახებ დადგენილების წარდგენის მიზნით, რის შემდეგაც საქართველოს გენერალური პროკურატურა სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე,” - განაცხადეს პროკურატურაში.