უცხოეთი
მარია ზახაროვა - მოსკოვი ზელენსკისგან სიგნალების გამოგზავნას რეალურ ცხოვრებაში ელოდება და არა სოციალურ მედიაში

 საქართველო, 23 აგვისტო, საქინფორმი. მოსკოვი უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკისგან სიგნალების გამოგზავნას რეალურ ცხოვრებაში ელოდება და არა სოციალურ მედიაში, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერი მარია ზახაროვა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

ამით ის უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც აღნიშა, რომ რუსეთის „დიდ რვიანში“ დაბრუნება „მაღალი დიპლომატიის“ დღის წესრიგში მაშინაა შესაძლებელი, როგორც კი ყირიმი კვლავ უკრაინის ნაწილი გახდება და დონბასის კონფლიქტი დასრულდება. ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ „რუსეთმა მშვიდობისთვის სერიოზული სიგნალები უნდა გააგზავნოს.“

როგორც ზახაროვა აცხადებს, თუ „მაღალ დიპლომატიაში" საერთაშორისო პლატფორმები და ფორუმები, მათ შორის გაეროს უშიშროების საბჭო იგულისხმება, მაშინ ეს ნიშნავს, რომ „რუსეთი გლობალური პოლიტიკური დღის წესრიგის შედგენასა და განხორციელებაში მონაწილეობს."

„გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციამ მინსკის ხელშეკრულებები დაამტკიცა და უკრაინა ვალდებულია ისინი შეასრულოს,“ - დასძინა ზახაროვამ.

ინფორმაციას სააგენტო TASS-ი ავრცელებს.

interpressnews.ge