პოლიტიკა
საქართველო, 22 აგვისტო, საქინფორმი. ოსური მედიის ინფორმაციით, საქართველოს რვა მოქალაქე, რომლებიც „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. მესაზღვრეებმა გასულ შაბათ-კვირას „საზღვრის“ უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს, ჯარიმის გადახდის შემდეგ „რესპუბლიკის“ ტერიტორიიდან გააძევეს. ამის შესახებ ცხინვალის საინფორმაციო სააგენტო „რეს“-ი იუწყება.
მისი ინფორმაციით, „საზღვრის“ დამრღვევებს ცხინვალის დე ფაქტო რაიონულმა სასამართლომ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრა ჯარიმის სახით და მისი გადახდის შემდეგ, რვავე მათგანი საქართველოს ხელისუფლებას გადაეცა.
შეგახსენებთ, რომ დაკავებულები იყვნენ: ზურაბ გერკეული, ილია მიღრიჯანაშვილი, კობა ვარდანაშვილი, ლაშა გერკეული, ილია ბაინდურაშვილი, გიორგი ნასყიდაშვილი, ოთარ ელიაური, სოსო დვალიშვილი.