სამართალი
შეშფოთებული ვარ რუსეთის მიერ საქართველოში მიმდინარე „ბორდერიზაციით“ - იოჰანეს ჰანი

 საქართველო, 22 აგვისტო, საქინფორმი. შეშფოთებული ვარ რუსეთის მიერ საქართველოში ბოლო პერიოდში მიმდინარე „ბორდერიზაციით“, – წერს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანი.

მისი განცხადებით, საქართველო ევროკავშირის საკვანძო პარტნიორია და ევროკავშირი მხარს უჭერს ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

ევროკომისარი სოფელ გუგუტიანტკარში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებას აქვეყნებს.

განცხადების მიხედვით, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, გუგუტიანთკარის მახლობლად ღობეების აღმართვა შეწყდეს.