უცხოეთი
მიხეილ სააკაშვილი - საქართველოში ციხეების დიდი ნაწილი უბრალოდ უნდა დაიხუროს

 საქართველო, 21 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოში ციხეების დიდი ნაწილი უბრალოდ უნდა დაიხუროს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა ახალი სამოქმედო გეგმის პრეზენტაციისას განაცხადა.

მისი თქმით, ყველა მსუბუქი დანაშაული, ეკონომიკური დანაშაული, მძიმე დანაშაულების ნაწილი აღარ უნდა ისჯებოდეს საპატიმრო სანქციებით.

„თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა ბევრ ალტერნატიულ საშუალებას, რესოციალიზაციას, ადამიანები ციხეში არ უნდა გამოვკეტოთ. ციხეში მოხვდებიან მხოლოდ მკვლელები, პედოფილები, ყაჩაღები და ძალიან შეზღუდული რაოდენობის დამნაშავეები. ვინ უნდა გააკეთოს ეს ყველაფერი, არც ერთი ძველი თანამდებობის პირი არ უნდა დაბრუნდეს თავის კაბინეტში. საქართველოში გაიზარდა სხვა თაობა, მაგარი განათლებით, ახალი ტექნოლოგიების ფლობით. ამ ხალხთან ერთად შევქმნით ყველაზე წარმატებულ მთავრობას ევროპაში. საქართველოში ქართველები იქნებიან ბედნიერები და საქართველოდან წასული ქართველები დაბრუნდებიან უკან. ყველა უნდა გავერთიანდეთ. დავდგეთ ერთად და ერთად დავძლიოთ წყვდიადი. საქართველოში აუცილებლად უნდა გათენდეს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

1tv.ge