ყოველდღე, რუსთავი 2-ის საინფორმაციო გამოშვების ჩართვისას, საქართველოს მოქალაქეებს აღშფოთება ეუფლებათ - „კურიერი“ უწინდებურად იწყება და მთავრდება კონტექსტიდან ამოგლეჯილი, ფსიქიკის მატრავმირებელი "ძალადობის" ვიდეოკადრებით - „თუ როგორ დაასისხლიანა, პოლიციელების სახით, საქართველოს სისხლისმსმელმა მთავრობამ მშვიდობიანი მიტინგი 20-დან 21 ივნისის ღამეს“. საქართველოს ყველა მცხოვრებმა იცის, რომ ისენი მშვიდობიანი მოქალაქეები კი არა, სააკაშვილის ბანდიტები იყვნენ, რომლებიც მიშას დავალებით, ცდილობდნენ მორიგი "ფერადი" სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას საქართველოში.
”რა ხდება?! - გაკვირვებით კითხულობენ მოქალაქეები, - ხომ უკვე თვე-ნახევარია, რაც ტელეკომპანია, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, უკან დაუბრუნეს მის კანონიერ მფლობელ ქიბარ ხალვაშს, რომელმაც რუსთავი 2 სასამართლო ძალით ჩამოართვა დე ფაქტო მფლობელს - საქართველოს ექსპრეზიდენტ სააკაშვილს?! ”
საქმე ისაა, რომ დღეს ხალვაში "ჰალვაში", ანუ "შოკოლადშია", რადგან მას, როგორც ბიზნესმენს, მხოლოდ ფული აინტერესებს. აგერ, ეს-ესაა დაიბრუნა სააკაშვილის მიერ სიმბოლურ ფასად, ორიოდე მილიონ დოლარად ექსპროპრირებული საკუთარი ქონება და უკვე ეძებს მყიდველს, რათა ტელეკომპანიის გაყიდვიდან მიღებული ფულით აანაზღაუროს თავისი სასამართლო ხარჯები და ზემოდან მოგებაც დარჩეს. ის არც ტელეკომპანიის ათეულობით მილიონი დოლარის ოდენობის დავალიანების გადახდას, არც საქმეების გარჩევას რუსთავი 2-ის ყოფილ დამფუძნებლებსა და მეპატრონეებთან, რომლებიც "წილს" მოითხოვენ და არც, მით უფრო, მისი მენეჯმენტისა და სარედაქციო პოლიტიკის რეფორმირებას არ აპირებს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ამის არც სურვილი და არც გამოცდილება არ გააჩნია.
ამ დროს კი „რუსთავი 2“ წყევლა-კრულვას უთვლის თავის ახალ მეპატრონესაც, ანუ თავად მას და საქართველოში მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილსაც და, როგორც ყოველთვის, განსაკუთრებული გულმოდგინებით, რუსეთსა და პუტინს!
ბოლო დროს კიდევ ბევრი საოცარი რამ ხდება საქართველოში, მაგალითად - „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი გვარამია, რომელიც ფინანსური მაქინაციებით იყო დაკავებული და ასეთი ასტრონომიული თანხა მართებს სახელმწიფოსი, უკვე ქმნის ახალ ტელევიზიას; ყოფილი პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი, რომელსაც ასობით მილიონი დოლარი დაანიავა, ციხეში არ ზის და უკვე ქმნის ოპოზიციურ პარტიას თავის მეგობარ - ბანკირ ხაზარაძესთან ერთად, რომელიც გენპროკურატურამ ათობით მილიონი დოლარის გათეთრებაში ამხილა ...
საქინფორმის რედაქცია
2019 2ლის 21 აგვისტო