პოლიტიკა
რატომ დათარეშობენ თავისუფლად დამნაშავეები, რომლებმაც განსაკუთრებით დიდი ოდენობის ზარალი მიაყენეს სახელმწიფოს? – “საქინფორმის” ღია წერილი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს ვახტანგ გომელაურს

     ბატონო ვახტანგ!

   თქვენი თანამშრომლები ყველაზე ქვედა რანგის ჩინოვნიკებსაც კი აპატიმრებენ რამდენიმე ასეული ლარის ქრთამის აღებისთვის და სწორადაც იქცევიან, რადგან კორუფცია საფრთხეს უქმნის სახელმწიფო უსაფრთხოებას. თუმცაღა, „საქინფორმის“ კოლექტივისა და მრავალრიცხოვანი მკითხველისთვის გაუგებარია - დღემდე რატომ დათარეშობენ თავისუფლად დამნაშავეები, რომლებმაც სახელმწიფოს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ზარალი მიაყენეს?

    საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია ისეთი ეკონომიკურად სტრატეგიული მიმართულებების განვითარება, როგორიცაა ტურიზმი, სატრანსპორტო მიმოსვლა, უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და ქართული პროდუქციის ექსპორტი. რფ-ის სახელმწიფო დუმის დეპუტატ გავრილოვის ხელმძღვანელობით რუსეთის დელეგაციის მიმართ განხორციელებული პროვოკაციისა და 20-21 ივნისის ღამით, სახელმწიფო გადატრიალების (რომელიც მარცხით დასრულდა სს თანამშრომლებისა და მინისტრის, ორგი გახარიას გაბედული ქმედებების გამო) ორგანიზატორებმა და შემსრულებლებმა მილიარდიანი არალი მიაყენეს სახელმწიფო ბიუჯეტს, და მაშასადამე - გამოუსწორებელი ზიანი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას.

   სააკაშვილის - პარტიების: „ნაციონალური მოძრაობისა“ და ევროპული საქართველოსლიდერებისა და მათი თანამზრახველების მეთაურობით, მრავალეროვანი ქართველი ხალხის მტრების ანტისახელმწიფოებრივი ძირგამომთხრელქმედებების შედეგად მოხდა ქვეყნიდან რუსტურისტების მკვეთრი გადინება და გაგანია ტურისტულ სეზონზე რუსეთთან პირდაპირი ავიარეისების შეწყვეტა, ფულადი გზავნილების მკვეთრად შემცირება რუსეთიდან და რუსეთში საქართველოს ექსპორტის შემცირება, ქართული ეროვნული ვალუტის უპრეცედენტო ინფლაცია და საწვავის, საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტების ფასების მკვეთრი ზრდა.

   ჯერჯერობით ვერ ხერხდება ზარალის გამოანგარიშება, მაგრამ უკვე დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფოსთვის, და, შესაბამისად, რიგითი მოქალაქეების - გადასახადის გადამხდელებისთვის - მიყენებული ზარალი გამოითვლება ციფრებში, რომლებიც მილიარდ დოლარს, ან კიდევ უფრო მეტს აღემატება. და ეს სასტუმროსა და რესტორნების ბიზნესით დაკავებული, სოფლის მეურნეობასა და ტურისტული მომსახურების სფეროში დასაქმებული რიგითი მოქალაქეების დანაკარგების ჩათვლით. ვინ ნაზღაურებს მათ ზარალს, ვინ ჩამოწერს მოქალაქეებსა და გლეხებს მათ მიერ, რუსი ტურისტებისა და რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტის იმედად, ბანკებში აღებულ კრედიტებს?!

   საქართველოს მოქალაქეებისთვის მატერიალური და მორალური ზარალის ანაზღაურების ერთადერთი გზა არსებობს - პუტჩისტი პროვოკატორების და საბანკო ანგარიშების დაპატიმრება, მათი უძრავ-მოძრავი ქონებისა ექსპროპრიაცია, სააკაშვილისა და მისი ოჯახის წევრებით დაწყებული, პარლამენტარებით - მისი ზემოაღნიშნული პარტიების ლიდერებით დამთავრებული. აპირებთ ამ ოპერაციის განხორციელებას უახლოეს მომავალში, ბატონო ვახტანგ? თუ კოაბიტაცია საქართველოში კვლავაც გრძელდება და მართლმსაჯულებასა და სპეცსამსახურებში ორმაგი სტანდარტები კვლავ მოქმედებს?! რატომაა, რომ თანამდებობის პირი, რომელმაც 500 ლარის ოდენობის ქრთამი აიღო, დიდი ხნით ჯდება ციხეში, ხოლო ქურდები, რომლებმაც გაჭირვებულ ხალხს მილიარდები მოპარეს, პერსონა ნონ-გრატა არიან?!

„საქინფორმის“ რედაქცია

2019 წლის 20 აგვისტო