სამართალი
ბარიში ქურდობაში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს

 საქართველო, 20 აგვისტო, საქინფორმი. ბარის პოლიციამ ქურდობაში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქე დააკავა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

სამართალდამცველების ცნობით, მამაკაცმა ერთ-ერთ ბარში შესულ ორ ტურისტს საფულე მოპარა. პოლიციამ მისი დაკავება ცხელ კვალზე შეძლო.

ჩხრეკის დროს საქართველოს მოქალაქეს ბინების გაქურდვისთვის საჭირო ხელსაწყოები აღმოაჩნდა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. მამაკაცი წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.