სამართალი
ბიძინა გეგიძის გამოკითხვაზე დაბარება მის წინა სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება - სუს-ი

 საქართველო, 20 აგვისტო, საქინფორმი. ბიძინა გეგიძის გამოკითხვაზე დაბარება მის წინა სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს.

ანტიკორუფციულ სააგენტოში 2018 წლის 2 აგვისტოდან მიმდინარეობს გამოძიება, რომლის ფარგლებში ბიძინა გეგიძე მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით დაბარებულია ანტიკორუფციულ სააგენტოში 2019 წლის 19 აგვისტოს 11:00 საათზე.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ბიძინა გეგიძეს უწყება თავდაპირველად გაეგზავნა და ჩაბარდა 3 მაისს, თუმცა მისი გამოკითხვა ვერ მოხერხდა. მეორედ მას უწყება 17 აგვისტოს ჩაბარდა.

აღნიშნული გამოძიება მის წინა სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება“, – აცხადებენ სუს-ში.