რელიგია
საქართველო, 20 აგვისტო, საქინფორმი. ა.წ. 8 აგვისტოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ბ-ნი რუსლან აბაშიძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში ბ-ნი დავით ფაცაცია და მათი მეუღლეები მიიღო.
ისინი დასალოცად ეწვივნენ მის უწმინდესობას და ამასთან გააცნეს თავის მომავალ საქმიანობასთან დაკავშირებული გეგმები.
უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დალოცა სტუმრები და კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირების გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის იმედი გამოთქვა.