საზოგადოება
მთვარის მოახლოება დედამიწასთან

earth_and_moonხვალ, 19 მარტს, თბილისის დროით 22 საათსა და 14 წუთზე, მთვარე დედამიწასთან ყველაზე ახლოს იქნება. ქართველ მეცნიერთა ჯგუფი ასტრონომიულ მოვლენას აბასთუმნის ობსერვატორიიდან დააკვირდება. ექსპერტები ამბობენ, რომ მთვარის დედამიწასთან მოახლოება დედამიწის ქერქზე რაიმე გავლენას და, მითუფრო, სტიქიურ უბედურებას არ გამოიწვევს.

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში ხვალ ჩატარდება სხდომა, სადაც, იაპონიის პრობლემიდან გამომდინარე, განიხილავენ საკითხს –არსებობს თუ არა სეისმური და რადიოაქტიური საფრთხე საქართველოში.

საქართველოში ატომური რეაქტორი მცხეთის ტერიტორიაზეა დაკონსერვებული. ექსპერტთა შეფასებებით, სამუშაოები იმდენად კარგადაა შესრულებული, რომ ქვეყანას ამ მხრივ არანაირი საფრთხე არ ემუქრება. დამაიმედებელია სეისმოლოგების გათვლაც.

აღსანიშნავია, რომ 19 მარტს სტიქიური უბედურებების შესახებ პროგნოზი ამერიკელმა ასტროლოგმა რიჩარდ ნოულმა გააკეთა.