საქართველო, 20 აგვისტო, საქინფორმი. როგორც გუშინ საქინფორმი იტყობინებოდა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ აშშ-ის თავდაცვის ახალ ატაშეს უმასპინძლა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ლევან იზორიამ პოლკოვნიკ სტეფანი ბეგლის წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან თავდაცვის სფეროში ნაყოფიერი და მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება.
„რამდენიმე დღეში შესაძლებლობა გვექნება, ხელი მოვაწეროთ სამწლიანი თანამშრომლობის შეთანხმებას. მომავალ წლებში პოლკოვნიკ სტეფანი ბეგლისთან და მის გუნდთან ერთად, საქართველოში პრინციპულად გავაგრძელებთ იმ წარმატებულ პოლიტიკას, რომელსაც აშშ-ი ახორციელებს თავდაცვის უწყებასთან ერთად და რაც პირველ რიგში, ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას ემსახურება“, – განაცხადა ლევან იზორიამ.
თავად ახალ, აშშ-თან სამხედრო თანამშრომლობის შესახებ 3-წლიანი შეთანხმებაზე ხელმოწერა სიურპრიზს არ წარმოადგენს - საქინფორმი ამის შესახებ ჯერ კიდევ 24 მაისს იტყობინებოდა:
“საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია აცხადებს, რომ საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან უპრეცედენტოდ მჭიდრო და ყოვლისმომცველი თანამშრომლობა აქვს, განსაკუთრებით, სამხედრო სფეროში. ინფორმაციას „ამერიკის ხმა“ ავრცელებს. გამოცემა აღნიშნავს, რომ რამდენიმე კვირის წინ „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტ ია მეურმიშვილთან ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ „არ ჰგონია, რეკომენდებული იყოს“ საქართველოში ამერიკული ბაზების მშენებლობა. თავდაცვის მინისტრმა გამოცემასთან საუბრისას პრეზიდენტის პოზიციის შეფასებისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ ის პერსპექტივაში ამერიკული ბაზების საქართველოში არსებობას მხოლოდ მიესალმება. ლევან იზორიამ ამერიკაში ვიზიტი შეაფასა და განაცხადა, რომ სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანი წარმატებებით მიმდინარეობს. საქართველოს თავდაცვის მინისტრის თქმით, მიმდინარე წლის ბოლოს საქართველო-ამერიკას შორის სამწლიანი ჩარჩო ხელშეკრულება გაფორმდება, რაც სამხედრო სფეროში თანამშრომლობას კიდევ უფრო გააღრმავებს”.
მოულოდნელი იყო შეთანხმებაზე ხელმოწერა „რამდენიმე დღის შემდეგ აგვისტოში“ (იხ. ზემოთ) ნაცვლად „წლის ბოლოსი“. როგორც საქინფორმისთვის ცნობილი შეიქნა სხვადასხვა კომპეტენტური წყაროდან, სამწლიანი შეთანხმება სამხედრო თანამშრომლობის შესახებ აშშ-თან, რომელსაც ხელი უახლოეს დღეებში მოეწერება, საქართველოში ერთობლივი უსაფრთხოების პუნქტების შექმნას (Cooperative Security Locations – CSL) გულისხმობს. ესაა პუნქტები მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მარაგებითა და აშშ-ის მინიმალური სამხედრო პერსონალით ან უმისოდ. ბაზა „შროშნის ფურცელზე“ (“Lily pad” basing) სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე სამხედრო დასწრების ორგანიზების საშუალებას იძლევა და საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მომენტალურად განთავსდეს არმიის საიერიშო და საყრდენი პლაცდარმები ნებისმიერ რეგიონში.
იოლი წარმოსადგენია, თუ რუსეთის ფედერაციის რა რეაქციას გამოიწვევს აშშ-თან „ერთობლივი უსაფრთხოების პუნქტების“ გახსნა საქართველოში...