სამართალი
სამარშრუტო ტაქსების მძღოლები კვლავ გაიფიცებიან

mdzgolebi_gaficvaთბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა სამარშრუტო ტაქსების მძღოლებთან ახალი ხელშეკრულებების გაფორმება 15 მარტიდან დაიწყეს. იმ შემთხვევაში, თუ დედაქალაქის მერიის მიერ მძღოლებისთვის მიცემული პირობა დაირღვევა და სატარიფო გადასახადი, რომელიც ახლა 10 ლარს შეადგენს, გაიზრდება, თბილისში სამარშრუტო ტაქსების მძღოლები კვლავ გაიფიცებიან.

„სამარშრუტო ტაქსების ბიზნესმენთა ასოციაცია, სადაც სამარშრუტო ტაქსის 60-დე მძღოლი და სამარშრუტო ხაზის მფლობელია გაერთიანებული, ხელშეკრულებების გაფორმების პროცესს კონტროლს გაუწევს. თუ მძღოლებისთვის მიცემული პირობა დაირღვევა და სატარიფო გადასახადი გაიზრდება, რაც ავტომატურად მოსახლეობისთვის სამარშრუტო ტაქსით მგზავრობის გაძვირებას გამოიწვევს, მძღოლები კვლავ გაიფიცებიან“, – აღნიშნა „ეროვნული საბჭოს“ წევრმა ალექსანდრე შალამბერიძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისში სამარშრუტო ტაქსების მძღოლები თებერვლის ბოლოს გაიფიცნენ. შედეგად მიღწეულ იქნა გაზრდილი სატარიფო გადასახადის გაუქმება.