საზოგადოება
საქართველო, 15 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს ყოფილი ომბუდსმენი, პოლიტოლოგი ნანა დევდარიანი, პირდაპირი დიალოგის გზით საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების დარეგულიების მნიშვნელობაზე საუბრობს
„აუცილებელია დიალოგი არა მარტო მოსკოვთან, არამედ, პირველ რიგში, აფხაზებსა და ოსებთან. ჩვენ ხომ არამარტო ტერიტორიები, არამედ საკუთარი თანამოქალაქეები გვაინტერესებს. რუსეთმა არაერთხელ გამოთქვა ასეთი შეხვედრისთვის მზაობა, აი საქართველოს მხრიდან კი მკაფიო სიგნალები არ ყოფილა“, - განუცხადა დევდარიანმა Sputnik Грузия-ს.