პოლიტიკა
ქართველებსა და აფხაზებს გვაქვს საერთო ფესვები და ჩვენი მომავალიც უნდა იყოს საერთო - მამუკა ბახტაძე

 საქართველო, 15 აგვისტო, საქინფორმი. ქართველებსა და აფხაზებს გვაქვს საერთო ფესვები და ჩვენი მომავალიც უნდა იყოს საერთო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბაკურიანში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაური აფხაზეთის ომის 27 წლისთავს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ 14 აგვისტო არის უმძიმესი დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში და უდიდესი ტკივილა თითოეული მოქალაქისთვის.

დღეს არის 14 აგვისტო, უმძიმესი დღე ჩვენს უახლოეს ისტორიაში, დიდი ტკივილი და რა თქმა უნდა, ამ უდიდესი ტკივილით ცხოვრობს საქართველოს თითოეული მოქალაქე. ქართველებს და აფხაზებს, ჩვენ გვაქვს საერთო ფესვები და აქედან გამომდინარე, ჩვენი მომავალიც უნდა იყოს საერთო. ჩვენ ერთობლივი ძალებით უნდა დავძლიოთ ეს ტკივილი. ეს იყო ძმათა მკვლელი ომი, საერთო ტკივილი და ჩვენ ერთობლივად უნდა დავლიოთ ეს გამოწვევები.

დარწმუნებული ვარ, მშვიდობითა და განვითარებით აუცილებლად მივაღწევთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან გაერთიანებასა და საერთო წარმატებული ქვეყნის შექმნას. მშვიდობას და განვითარებას ალტერნატივა არ აქვს“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.